„თვითმფრინავის ბორბლების მექანიზმის არდახურვა კატასტროფის ტოლფასია“ – გიორგი კოდუა

„თვითმფრინავის ბორბლების მექანიზმის არდახურვა კატასტროფის ტოლფასია“ – გიორგი კოდუა

access_time2021-09-07 12:00:18

კვირას საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა, „Georgian Airways“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მფრინავებმა თემურ თოლომაშვილმა და გიორგი გიუნაშვილმა 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა მოახერხეს.


მანამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მწვანე შუქი მიიღო და ვენაში გაფრინდა. „კომერსანტი“ დაინტერსდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 5 სექტემბრის ინციდენტზე. ავიაციის დარგის რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობას, კონტროლს და შესაბამისი მომსახურებების გაწევას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს, თუმცა კითხვებზე პასუხი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებისგან ვერ მივიღეთ.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან განსხვავებით, ბორტის აფრენის დროს განვითარებული მოვლენებზე HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა საუბრობს. იგი აცხადებს, რომ ტექნიკურად თვითმფრინავი გაუმართავი იყო. მისი თქმით, პრობლემას, რომელიც ხომალდს შეექმნა, შეეძლო ავიაკატასტროფა გამოეწვია.

 

იგი გვიყვება, რომ  თვითმფრინავის ორი სახის ტექნიკური შემოწმება ხდება, ერთი არის პერიოდული, რომელიც არის მოკლე ჩეკები და მას თავისი ტექნიკური ბაზით თვითონ „Georgian Airways“ ახორციელებს. გიორგი კოდუას თქმით, მთავრი ტექნიკური შემოწმების უფლება ქართულ ავიაკომპანიას არ აქვს, პროცესი სერტიფიცირებულ ბაზებში ხორციელდება.


 

„ტექნიკური ხარვეზი შასი - ბორბლების მექანიზმის არდახურვა ძალიან დიდი პრობლემაა, ეს მცირე ტექნიკური ხარვეზი არ არის, კატასტროფის ტოლფასია. ძალიან კარგად მოიქცა პილოტი, როდესაც ცდილობდა, რომ თვითმფრინავი საწვავისგან დაეცალა. როდესაც ხარვეზი გამოასწორეს, რეისი შესრულდა, თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა თვითმფრინავი უნდა გაფრენილიყო, ხოლო არსებულს დიაგნოსტიკა გაევლო და დაედგინათ, თუ რამ გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი. არ ვიცი, ტექნიკურმა დეპარტამენტმა რა დასკვნა მიიღო, მაგრამ დიდი, სერიოზული ავიაკომპანიები ამ სიტუაციაში თვითმფრინავს არ გაუშვებდნენ, დამატებით ტექნიკური შემოწმებას ჩაუტარებდნენ, მაგრამ „Georgian Airways“-მა რეისის შესრულების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.


აღნიშნულ საკითხს „Georgian Airways“ სოციალურ ქსელში გამოახმაურა, კომპანიის პოზიციას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„რეისი - A9 681 თბილისი-ვენა - შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა. ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!   მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „Georgian Airways“ ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს.


თეგები:
Georgian Airways



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up