ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოსული ირანელის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.
„ირანის მოქალაქე ქართველ ექიმებს მკურნალობისთვის მადლობას უხდიდა, შემდეგ კი საავადმყოფოს პერსონალმა ის ძალის გამოყენებით კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში შეიყვანა“, - წერს გამოცემა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანელი კაცი და საავადმყოფოში მოთავსებული სხვა სპაციენტები, რომლებსაც ინფექცია არ დაუდგინდა, აბასთუმანში, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
imedinews.ge