„ბოლოს და ბოლოს რეგულაციებსაც გადავიტანთ, თუ ქვეყანაში სტაბილური გარემო იქნება“

„ბოლოს და ბოლოს რეგულაციებსაც გადავიტანთ, თუ ქვეყანაში სტაბილური გარემო იქნება“

access_time2020-03-04 10:45:40

გასული წელი რთული აღმოჩნდა სამშენებლო სექტორისთვის, მიზეზი ის საბანკო და სამშენებლო რეგულაციებია, რომელიც თავის მხრივ ეროვნულმა ბანკმა და თბილისი მერიამ გაატარეს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რას მიიჩნევენ დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები სექტორის ყველაზე დიდ გამოწვევად.

 

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ არასტაბილური სიტუაცია ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბიზნესმენის განმარტებით, არასტაბილურობას უმარავი კომპლექსური პრობლემა მოსდევს. მისი თქმით, ახალ პროექტებს დასაწყებად და ბიზნესის განსავითარებლად ქვეყანაში სტაბილური გარემოა საჭირო. როგორც ჯაყელი აცხადებს არსებულ გამოწვევას საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორთან ერთად უნდა გაუმკლავდეს.

 

„ძალიან ბევრია ისეთი ფაქტორი რაც დღეს პრობლემას გვიქმნის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა პოლიტიკური სტაბილურობა და რეგულაციები. ბიზნესზე ყველაფერი მოქმედებს, საქმე მარტო გაყიდვებს ხომ არ ეხება. საუბარია,ინვესტორზე, ახალი პროექტის დაწყებაზე, ყველა ცვლილება რაღაც პატარა კვალს ტოვებს. რაღაც რომ დაიწყო, სტაბილური გარემო უნდა იყოს. ბიზნესი ძალიან ფრთხილობს, სხვაგვარად უყურებს უკვე პროცესებს. თუნდაც, კორონავირუსის საკითხი, თითქოს არაფერი, მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ საკმაოდ გაუგებარ სიტუაციაში ვართ. მანამდე საბანკო და სამშენებლო რეგულაციები იყო. დღეს პოლიტიკოსები ისევ აანონსებენ, რომ აქციები განახლდება.


ყველაფერი ეს მთლიანობაში ბიზნეს დიდი პრობლემას უქმნის. თუ სტაბილურობა იქნება, მოსახლეობა ამოისუნთქებს, რადგან ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება.პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან სერიოზული გამომწვები აქვს, ჩვენ მაქსიმალური მონდომება და შრომა გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს რეგულაციებსაც გადავიტანთ, თუ ქვეყანაში სტაბილური გარემო იქნება. მსხვილი კომპანიები რაღაცნაირად ახერხებენ სიტუაციიდან გამოძრომას, ხოლო მცირე კომპანიები იჩაგრებიან. ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება მცირე ბიზნესი განვითარდეს, ბევრს მიეცეს ბაზარზე გამოჩენის და დამკვიდრების საშუალება, ეს უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა არჩილ ჯაყელმა.


 

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბეჟან წაქაძე არჩილ ჯაყელის მსგავსად მიიჩნევს, რომ ქვეყნის და ბიზნესის მთავარი გამოწვევა არასტაბილური გარემოა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ლარის კურსის ხშირი და მკვეთრი რყევა. წაქაძე „კომერსანტთან“ საუბარში სამშენებლო სექტორში პროფესიონალი კადრების  დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას.

 

„ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, პირველი არის სტაბილურობის განცდა, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანასაც და მოსახლეობასაც, სტაბილურობაზე დამოკიდებული ყველაფერი. ასევე მინდა აღვნიშნო განათლება. ჩვენ დიდი პრობლემას ვაწყდებით კვალიფიცირებულ კადრებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა მთავრობამ მაგრამ, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, შეიქმნას ისეთი გარემო,რომელიც მიმზიდველი იქნება ადამიანისთვის, რათა მიიღოს განათლება როგორც სამშენებლო ასევე სახვა მიმართულებით. ახალი ტექნოლოგიების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, ახალ ტექნოლოგიებს კი სჭირდება განვითარებული მუშა-ხელი და განვითარებული ტექნიკური პერსონალი. ძალიან ძნელად წარმომიდგენია ქვეყნის განვითარება განათლების მაღალი დონის გარეშე“, - განმარტავს ბეჟან წაქაძე.

 

სამშენებლო სექტორში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ ასევე საუბრობს MKdevelopment -ის დირექტორის მოადგილე ლაშა შარტავა. დეველოპერი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძირითადი პრობლემაა საქართველოში მოქმედი  ბიზნესისთვის.

 

„დეველოპერულ ბაზარს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ეს არის ინვესტიციები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ნორმალურ პროცენტში, რომ გასცემდნენ ბანკები სესხებს და დეველოპმენტს ჰქონდეს ხელშეწყობა კარგი იქნებოდა. ჩემი აზრით, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება ბანკთან ურთიერთობა სექტორი მით უფრო განვითარდება. ასევე აღსანიშნავია, სამშენებლო გამოცდილება და ხარისხის. ვთვლი, რომ დღეს უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ბაზარზე გაყიდვები იმიტომაა შემცირებული, რომ ბაზარზე არჩევენი დიდია და კონკურენცია გაზრდილია“  აცხადებს ლაშა შარტავა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up