„ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა“

„ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა“

access_time2022-06-30 10:00:00

საქართველოში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, შავი ზღვისპირეთში იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მოიმატა თუ არა ფასებმა შარშანდელთან შედარებით, შეიმჩნევა თუ არა ზღვისპირა ქალაქებში ტურისტების სიმრავლე და რომელი ქვეყნებიდან ჭარბობს ჯავშნები?


როგორც ქობულეთის საოჯახო სასტუმროს, „თეთრი სასტუმროს“ წარმომადგენელმა განგვიცხადა, მათი სასტუმრო ცარიელია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩასვლა და დასვენება.


მისი თქმით, ფასები 50 ლარიდან იწყება, თუმცა ის ყოველ თვე იცვლება და აგვისტოში სხვა ღირებულება იქნება. შარშანდელთან შედარებით, ფასებმა დაახლოებით 10-15 ლარით მოიმატა. „ჯავშნები ზოგადად არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არცერთი“.


იმავეს ამტკიცებს ქობულეთის სხვა საოჯახო სასტუმროც, თუმცა ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მცირეოდენი ჯავშნები უკვე აქვს, ძირითადად საქართველოდან და რუსეთიდან, თუმცა თავისუფალი ადგილები მათთანაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობით. მათივე თქმით, ფასები არ მომატებულია.


საოჯახო სასტუმრო „ბრილიანტის“ წარმომადგენელი, რომელიც ასევე ქობულეთში მდებარეობს, აცხადებს, რომ ფასები მათაც არ გაუზრდიათ.



„დამსვენებლები მყავს და ჯავშნებიც მაქვს, მაგრამ ყველა ჩემი ძველი და კარგად ნაცნობი დამსვენებელია რუსეთიდან და სომხეთიდან, არცერთი ახალი ტურისტი წელს აქ არ ჩამოსულა. რომ გვეგონა, წელს ტევა არ იქნებოდა, იმდენი ადამიანი გვესტუმრებოდა, ფაქტობრივად, ცარიელები ვართ“, - განაცხადეს „ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას.


რაც შეეხება ბათუმს, სიტუაცია აქაც იდენტურია და საოჯახო სასტუმროებში აქაც სიმცირეს უჩივიან. საოჯახო სასტუმრო „დეას“ მენეჯერის თქმით, ამჟამად მათ სასტუმროში საკმაოდ ბევრი ცარიელი ადგილია. „არ ვიცი, დიდ სასტუმროებში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ ცოტა დამსვენებელია, თუმცა ზოგადად, ქალაქში, ტურისტების რაოდენობა მომატებულია“, - განაცხადა მან.


მისივე თქმით, ფასები უმნიშვნელოდ, მაქსიმუმ 10-15%-ით არის მომატებული, შესაბამისად, ეს არ არის მიზეზი დამსვენებლების სიმცირისა. „ჯერ არც ამინდები გვიწყობს ხელს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის მეტი ხალხი იყო ხოლმე“.


იგივე პრობლემაზე საუბრობენ გონიოსა და კვარიათის სასტუმროს წარმომადგენლებიც:


„ერთი კაციც არ მყავს ჯერ. მარტო მე არ ვარ ასე, გარშემო ხომ ვიყურები? ყველა ცარიელია. ხალხი არ არის, არ ვიცი რა გვეშველება. ფასებსაც ვერ დავაბრალებ, იმის მიხედვით მერყეობს ფასები, როგორი სეზონია: თუ ცუდია, ფასი იკლებს, თუ კარგია - იმატებს. უბრალოდ ტურისტები ფიზიკურად არ არიან. ვერ ვმუშაობთ, არ ვიცი რა გვეშველება. მთელი ცხოვრებაა ამ საქმეში ვარ და ბოლოს კარგი სეზონი დაახლოებით, 10 წლის წინ გვქონდა, მას მერე სულ რაღაც პრობლემაა. ამინდსაც ვერ დავაბრალებ, ტურისტი ბილეთს რომ ყიდულობს, ამინდს ხომ არ უყურებს? უბრალოდ, არ არიან და მორჩა. არც ბათუმში არიან, იქ რომ ივსება მერე მოდიან ხოლმე აქ, ამ დროს უკვე შუა მუშაობაში ვიყავით ხოლმე, ახლა კი ვიყურებით ისე“, - განაცხადა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მენეჯერმა.


bpn.ge



თეგები:
ზღვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up