„ბოლო წლებში გენერაციის ობიექტების მშენებლობა მნიშვნელოვნად შემცირებულია“

„ბოლო წლებში გენერაციის ობიექტების მშენებლობა მნიშვნელოვნად შემცირებულია“

access_time2020-02-01 10:00:44

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ ელექტროენერგეტიკულ ბალანსსა და ენერგოუსაფრთხოებაში თბოსადგურების როლზე ისაუბრეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის, გია არაბიძის თქმით, სისტემის მთავარი პრობლემა და გამოწვევა გენერაციის დეფიციტია. როგორც გია არაბიძე აღნიშნავს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირებულია გენერაციის ობიექტების მშენებლობა.


ენერგო სისტემის უსაფრთხოებას ბევრი წახნაგი და მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ჩვენი სისტემის მთავარი პრობლემა გენერაციის დეფიციტია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენი რესურსების მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა გენერაციის ობიექტების მშენებლობა, განსაკუთრებით ჰესების. ამის ორი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ. პირველი ეს არის ადამიანების ცნობიერება, არ შეიძლება ყველაფრის პროტესტი. არსებობს პროექტები,რომლებიც უნდა გაკეთდეს და რომლებიც არ უნდა გაკეთდეს. ენერგეტიკოსებს მიგვაჩნია,რომ თუ პროექტი ეკოლოგიურად გამართულია და ეკონომიკურად მომგებიანი, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.- ამბობს გია არაბიძე.


ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობს. გადაცემაში მან ასევე ისაუბრა ტარიფების მნიშვნელობაზე და პირდაპირი ინვესტიციების შემცირებაზე,როგორც ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე,რომელიც პირდაპირი აისახა ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე.


2019 წელს 2018 წელთან შედარებით, მოხმარება 1,4%-ით გაიზარდა, ცუდია,რომ ამ ზრდას გენერაცია ვერ ეწევა და ის 2.3%-ით შემცირდა 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით და გაჩნდა დეფიციტი. იძულებულები გავხდით ამ დეფიციტის შესავსებად, 1.6 მილიარდი კილოვატ საათი გვეყიდა, რაც დაახლოებით, 80 მილიონი დოლარია. წლიურ ჭრილში შეიძლება დეფიციტის დაბალანსება, მაგრამ სეზონების მიხედვით, პრობლემატურია. განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. მე არ მახსოვს ივლის-აგვისტოში გვეყიდოს გენერაცია, მაგრამ იმდენად რთული სიტუაცია იყო,რომ წელს მოგვიწია ყიდვა. ფაქტობრივად, წელს გენერაცია არ გაგვიყიდია,- ამბობს გია არაბიძე. მან აღნიშნა,რომ 2025 წლისთვის ჩვენ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 18-20 მილიარდ კილოვატ საათს გაუთანაბრდება.


გადაცემაში, ასევე იმყოფებოდა სტუმრად თბოსადგურ შპს „გადაბნის თბოსადგური 2“-ის მთავარი ინჟინერი, ზურაბ სუხიტაშვილი. მან ახალი სადგურის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ახალი თბოსადგურის ეფექტურობა 55%-ს შეადგენს და მისი ექსპლუატაციის ვადა 25 წელია.



ჩვენი ახალი სადგური წარმოადგენს საბაზისო სადგურს და მისი საპროექტო სიმძლავრე შეადგენს 230 მეგავატს, თუმცა შესაფერისი გარემო პირობების შემთხვევაში ტესტირების დროს 267 მეგავატსაც მიაღწია. ჩვენ დადგენილი ტარიფებით ვიმუშავებთ და ორიენტირებულები ვიქნებით გამოვიმუშავოთ მეტი ელექტროენერგია,რათა მივიღოთ მეტი შემოსავალი. პირველი წლის შემოსავალი 1,2 მილიონი კილოვატს უნდა შეადგენდეს, ეს რიცხვი გარკვეული წლების გასვლის შემდეგ გაიზრდება.,- ამბობს ზურაბ სუხიტაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ტესტირების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, ტესტირების დასრულების შემდეგ კი თბოსადგური ლიცენზიის მოპოვების რეჟიმში გადავა.


ტესტირების პროცესი იძლევა იმის საშუალებას,რომ სულ მალე, გარდაბნის თბოსადტური 2 საქართველოს ენერგეტიკის განვითარების პროცესს შეუერთდეს. ჩვენი სადგური დაკომპლექტებული იქნება 100%-ით ადგილობრივი კადრებით, საზღვარგარეთიდან მოწვეულები იქნებიან კონსულტანტები,რომლებიც დაეხმარებიან ადგილობრივ კადრებს შეისწავლონ და ექსპლუატაცია გაუწიონ სადგურს,- აღნიშნავს ზურაბ სუხიტაშვილი.


მასალა მოამზადა ნათია კეკენაძემ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up