„ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა“

„ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა“

access_time2022-10-04 23:30:00

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიება „ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის კლასტერის პოლიტიკის მაღალი რანგის დიალოგი“ (Economic and Financial Stability Cluster High Level Policy Dialogue) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, თავმჯდომარეობით გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


ღონისძიება, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნა, CAREC-ის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო. კობა გვენეტაძემ, თავის გამოსვლაში, აღნიშნა, რომ სებ-ის მიერ პანდემიამდე გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების, პანდემიის დაწყების და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამო, ფინანსური სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად აგრძელებს. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსური სტაბილურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად გამოიწვია.


„ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციები ფინანსურ სექტორს დამატებით სირთულეებს უქმნის. საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სანქციების კომპლექსურობაა, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულება ტრანზაქციების დეტალურ და საფუძვლიან მონიტორინგს მოითხოვს, რაც ტრანზაქციების შეფერხებას იწვევს. თუმცა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ფინანსური სექტორის სირთულეა, რომელიც სანქციების მოთხოვნებს ასრულებს. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი თანმიმდევრული და დროული ზომები მიიღო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულება დაავალა. ამასთან, ეროვნული ბანკი, როგორც საზედამხედველო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კონსულტაციასა და კონკრეტული სანქციების განმარტებას და ამით სტანდარტების დაცვას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, - აღნიშნულია ანგარიშში. „ეს შეფასებები და ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური და გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადია, საქართველოს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.


ამასთან, მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს გლობალურად არსებულ მზარდ ინფლაციაზე, რაც ქვეყნების ეკონომიკებზე უარყოფითად აისახება. ამავდროულად, საუბარი შეეხო გეოპოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც მიწოდების ჯაჭვებზე ახდენს ზეგავლენას.


ღონისძიებას CAREC-ის წევრი ქვეყნების საფინანსო სექტორის, ფინანსთა სამინისტროების, ცენტრალური ბანკების, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up