„ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი არ გვყოლია“ - ბიუროკრატიული ბარიერები, ვერშემდგარი „ბიზნეს სახლის“ პროექტი და გართულებული კანონი

„ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი არ გვყოლია“ - ბიუროკრატიული ბარიერები, ვერშემდგარი „ბიზნეს სახლის“ პროექტი და გართულებული კანონი

access_time2021-04-08 10:00:51

ბიზნესის კეთების იმარტივის (Doing Business) რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ბანკმა 2020 წელს გამოაქვეყნა, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა ბიზნესის დახურვის სიმარტივეში აქვს, ყველაზე მაღალი (მაქსიმალური 100-დან 99.6 ქულა) კი ბიზნესის დაწყების სიმარტივეში.

 

ბევრი ინვესტორი აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ნამდვილად ადვილია, თუმცა შემდეგ ყველაფერი დროში იწელება. კომპანიები მუდმივად აწყდებიან ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც მათ საქართველოში ოპერირებას ართულებს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად, წინა ხელისუფლების პერიოდში, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ კანონში აღნიშნული იყო, რომ ინვესტორს რამდენიმე საათში უნდა მიეღო მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი. კანონში არსებული ეს და სხვა ინვესტორებისთვის საინტერესო მუხლი მალევე ამოიღეს.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ინვესტორების მოზიდვის თემა და მათთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქების საკითხი არაერთხელ დადგა, თუმცა ამ მხრივ ყველაზე მასშტაბური პროექტი „ბიზნეს სახლი“ იყო.

 

ბიზნეს სახლის აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში დააანონსა. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბიზნესსა თუ ინვესტორსა და სახელწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, გააუმჯობესებდა მიწოდების ხარისხს და შეამცირებდა მომსახურების დროს და დანახარჯებს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საქმიან და მეგობრულ გარემოში წარმართვა უნდა მომხდარიყო.

 

უკვე მეხუთე წელია პროექტი შეჩერებულია, თუმცა 2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 82 მლნ ლარი გადაურიცხა, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს და სარგებელი ერიცხება. შენობის კონსტრუქციას კი კომპანია „ენსისი“ აშენებდა, სამუშაოების ღირებულება 10 მლნ ლარი იყო. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ „ბიზნეს სახლის“ პროექტი პირველადი სახით აღარ განხორციელდება, თუმცა შენობის კარკასს, რომელიც ამ პროეტისთვის აშენდა, სხვა ფუნქცია მოეძებნება.

 


ინვესტორებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შესამცირებლად კანონიდან ამოღებული მუხლები და „ბიზნეს სახლის“ პროექტის ვერ განხორციელება, მხოლოდ მცირედია იმ პრობლემებთან შედარებით რასაც ინვესტიციების მსურველი კომპანიები საქართველოში აწყდებიან. ინვესტიციების არ არსებობის მთავარ მიზეზად ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ინვესტორებთან მიმართებაში მთავრობის ხედვის და სტრატეგიის არ ქონას მიიჩნევს.

 

„პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ინვესტორებისთვის რთულია გადაწყვეტილებების მიღება და რა თქმა უნდა როდესაც ახალ გადაწყვეტილებებს ღებულობენ კიდევ უფრო გულისყურით სწავლობენ ყველაფერს და მკაცრად აფასებენ რისკებს. ამ დროს მართალია ბევრი მიმართულებით ახალი შესაძლებლობები ჩნდება, თუმცა უმეტესი მიმართულებით თავს იკავებენ ინვესტიციის განხორციელებისგან. როდესაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მოსაზიდად მუშაობა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პარტნიორები გასაჭირშიც არ მიატოვებენ ქვეყანას და პანდემიის დროსაც გვერდით დაუდგებიან.


საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ გარე ფაქტორებს თუ მოვხსნით, სამწუხაროდ, ქვეყნის შიდა მდგომარეობა უფრო რთული აღმოჩნდება. რამდენად მზად არის ქვეყანა ინვესტიციების მოსაზიდად და რა პერსპექტივებს სთავაზობს კომპანიებს, ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გადაწყვეტილებას, ვერც კანონების დახვეწის მიმართულებით, ვერც რეგულაციების და განაცხადების დონეზეც, არავინ არც კი ამბობს, რომ ინვესტიციებს მოზიდვა და ამა თუ იმ კომპანიის დაინტერესება გვსურს. ჩვენს ქვეყანას და მთავრობას არ გააჩნია არც ხედვა, არც სტრატეგია რომ მოიზიდოს ინვესტიციები, ეს არა მხოლოდ ახლა, არამედ პანდემიამდეც არ არსებობდა.


გარდა ამისა, ბევრი ბიუროკრატიული ბარიერებია, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ქვეყნის მხრიდან განაცხადი უნდა იყოს, რომ გვსურს ინვესტორების მოზიდვა. არც განაცხადი და არც სურვილი ჩანს ამ მიმართულებით, შესაბამისად არ ხდება მუშაობა, არც ინვესტორების დაინტერესება, ამიტომ როცა სტრატეგიული პარტნიორი წლების განმავლობაში არ გყავს, პანდემიის პერიოდი მითუმეტეს რთულია ვინმეს უთხრა ჩამოდი საქართვეოლოში და ინვესტიცია განახორციელე. თუ ბოლო წლებში არ ხდებოა, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, დღეს ციდან ინვესტიციები არ ჩამოვარდება“, - განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.

 

ქეთი ბოჭორიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ახალი ინვესტორი არ შემოსულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ჯანსაღდება ის წრე, რომელიც ქვეყანაში ფულს დებს.

 

„თუ გადავხედავთ ბოლო მაჩვენებლებს, რომელმა კომპანიებმა ჩადეს ინვესტიციები საქართველოში, ვნახავთ რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი არ გვყავს, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა არ მუშაობს ახალი ინვესტიციების შემოდინებაზე. ძალიან ბევრი კანონი მივიღეთ, უფრო მეტი ადრე იყო მიღებული და შემდეგ გაუქმდა მაგრამ რეალურად კანონებზე მაღლა პოლიტიკური ნებაა, როდესაც ხედავ რომ ახალი ინვესტორი არ ჩამოდის ეს პრობლემაა ანუ არ ჯანსაღდება ის წრე რომელიც საქართველოში ფულს დებს, თუმცა ინვესტიცია არამხოლოდ ფულია, არამედ ეს არის ტექნოლოგიები, ცოდნა და გამოცდილება. დიდი ნახტომი ჩვენი ქვეყნისთვის ამ კაპიტალით უფრო სწრაფად განვითარება და მეტი უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ვხედავთ დღეს ლარის კურსს რა ემართება და ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ინვესტიციების შემოდინება ნაკლებია, რაც უფრო დამძიმდება მდგომარეობა ინვესტიციების მოზიდვა გართულდება“, - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up