ბოლო წლებია ყოველი ახალი ინვესტორის შემოსვლა ქვეყანაში ახალ დავას ნიშნავს- ფადი ასლი

ბოლო წლებია ყოველი ახალი ინვესტორის შემოსვლა ქვეყანაში ახალ დავას ნიშნავს- ფადი ასლი

access_time2020-07-31 10:00:47

„ბოლო 3-4 წელია საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს უცხოელი ბიზნესმენების თვალში, არავის უნდა ჩვენს ქვეყანასთან შეხება ჰქონდეს და დღეს, როცა უცხოელ ინვესტორს საქართველოს შესახებ გაესაუბრებით, მათ ეღიმებათ. დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ უცხოელებმა ირწმუნონ საქართველოს კეთილგანწყობა მათი ინვესტიციების მიმართ,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი საქართველოში ინვესტორების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე საუბრისას აცხადებს.


საქართველო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ეკონომიკის ექსპერტებთან სწორედ განახლებული სტრატეგიის პრინციპები  განიხილეს.  შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციას, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ.


განახლებული სტრატეგიის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა და უცნობია რა ნაბიჯებს ითვალისწინებს მთავრობის ახალი გეგმა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.


ფადი ასლი ბოლოს განვითარებული მოვლენებისა და უცხოელ ინვესტორებთან ქართული მხარის დავების მოხშირების ფონზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართული მხარის რეპუტაციის აღდგენას სტრატეგიული დოკუმენტი ვერ შეუწყობს ხელს.



„ინვესტიციის მოზიდვის რამდენი სტრატეგიაც უნდა დაიწეროს ფურცელზე,  თუ პოლიტიკური ნება არ გაქვს, რომ მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში, არანაირი შედეგი არ ექნება. მთავრობას შეუძლია 25 ტომეული გამოაქვეყნოს განახლებული სტრატეგიის, მაგრამ ეს არსად წაიყვანს ქვეყანას. ბოლო 8 წელია ყოველი ახალი ინვესტორის შემოსვლა ახალ პრობლემას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რომ ახლა დროა ახალ ინვესტორს კარი გაუღოს და მხარი დაუჭიროს,  მანამ შეულძლიათ ახალახალი სტრატეგიები შეიმუშავონ.


ჩვენ არც გვქონდა ინფორმაცია ვისთან გაიარეს კონსულტაცია ინვესტციების მოზიდვის განახლებული სტრატეგიის შემუშავებისას, ვინ იყვნენ ის ექსპერტები და რატომ არ ვიყავით ჩვენ  მათთან ერთად.  უცხოელი ინვესტორებისა და ინვესტიციების შესახებ ვინ უნდა იცოდეს ქვეყანაში მეტი, თუ არა ICC -მ ან ამერიკის სავაჭრო პალატამ,“- აღნიშნავს ფადი ასლი.


რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმის უცხოელი ინვესტორების მიერ გუშინ გაჟღერებული საჩივრის მომავალს, ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ საარბიტრაჟო სასამართლო უცხოელი ინვესტორების გამარჯვებით დასრულდება.


„მე მათ არ ვენდობი ბოლო 8 წლიანი კრახის შემდეგ. დღევანდელმა მთავრობამ ბიუროკრატია შევარდნაძის დროში დააბრუნა, კრიმინალი შევარდნაძის პერიოდს დაუბრუნდა, კორუფციაც 90-იანებში გვაბრუნებს და რა განახლებულ სტრატეგიაზე გველაპარაკებიან. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმს, ვიცი რომ ისინი გაიმარჯვებენ არბიტრაჟში, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის ჩაგდებისთვის, რა თქმა უნდა ისინი გაიმარჯვებენ,“ - განმარტავს ბიზნესმენი.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ფადი ასლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up