ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ქონება შემცირდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ქონება შემცირდა

access_time2019-11-08 16:15:08

2018 წელს მილიარდერთა ჯამური ქონება 338 მილიარდი დოლარით შემცირდა და 8,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიების UBS-ის და PricewaterhouseCoopers-ის ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი წერს.


მილიარდერთა ჯამური ქონება ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, რასაც კვლევის ავტორები დოლარის კურსის გამყარებას, ე.წ. სავაჭრო ომებს, დაბალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და სავალუტო ბაზრებზე ფასების მკვეთრ ცვლილებებს უკავშირებენ.


ყველაზე დიდი ზარალი აზიელმა მილიარდერებმა ნახეს - მათი ჯამური ქონება 8%-ით შემცირდა და 2018 წლის ბოლოს 982 მილიარდ დოლარს შეადგენდა.



2018 წელს მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 589-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, ახლა მსოფლიოში 2101 მილიარდერია.


imedinews.ge





BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება
access_time2019-12-06 10:55:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც...

ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

 ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ
access_time2019-12-06 11:40:11
ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტმა" სხვადასხვა მხარის პოზიციები არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“
access_time2019-12-06 10:50:58
„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და...

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს
access_time2019-12-06 10:00:44
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up