ბოლო სამ კვირაში პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ქვეყნის ხელმძღვანელმა კორეის შრომის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომა გამართა. შეხვედრა ეროვნული თავდაცვის ძალების გაძლიერების საკითხს ეძღვნებოდა. კიმ ჩენ ინმა ასევე ისაუბრა შიდა და საგარეო პოლიტიკის საშუალებით ბირთვული ომის არ დაშვებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თარიღი არ სახელდება, ქვეყნის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ კიმ ჩენ ინის ფოტოები და 23 მაისით დათარიღებული ბრძანებები გამოაქვეყნა.
2 მაისს კიმ ჩენ ინი, 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე გამოჩნდა. 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“.
კიმ ჩენ ინის „კვლავ გაუჩინარების“ შესახებ 13 მაისს New York Post-ი წერდა.
Imedinews