ბიზნესკლიმატის ახალი კვლევა - ბიზნესი სასამართლო და განათლების სისტემებს უარყოფითად აფასებს

ბიზნესკლიმატის ახალი კვლევა - ბიზნესი სასამართლო და განათლების სისტემებს უარყოფითად აფასებს

access_time2022-06-29 15:00:26

ევროკავშირის ჩართულობითა და მხარდაჭერით ევროპული ბიზნესასოციაციის ინიციატივით, საქართველოში ევროპული ბიზნესკლიმატის კვლევა ჩატარდა, რომელიც საკითხის საკმაოდ  სიღრმისეულ ანალიზს  გულისხმობდა. კომპლექსურ კვლევაში შეფასდა ბიზნესების პერსპექტივა და მათ მიერ დანახული გარემო, კონომიკური პროფილის რეფორმები და ა.შ.

 

კვლევის შედეგებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ საკონსულტაციო ფირმა „TBSC Consulting“-ის მმართველი პარტნიორი და ევროპული ბიზნესასოციაციის პოლიტიკის კვლევის კომიტეტის  ხელმძღვანელმა თენგიზ ლომიტაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ბოლო  რამდენიმე ათეული წელია,  საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე ინვესტორებისთვის მიმზიდველ ფაქტორად  ითვლებოდა.


„ქართული შრომის ბაზრის მთავარი პრობლემა არის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის აცდენა. მაგალითად, არსებულ ვითარებაში, საქართველოს განათლების სისტემა ბაზარზე მოთხოვნას პასუხობს არასათანადო უნარებით - შეიძლება ადამიანი  იღებს  დიპლომს, ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს მაგრამ იძენს  პროფესიას, რომელიც  დღეს  არ  სჭირდება. შესაბამისად  არის პოზიციები, როდესაც  დამსაქმებლები ითხოვენ  გარკვეული ტიპის  გამოცდილებას და  აპლიკანტების უმრავლესობა ზედმეტად კვალიფიციური, მაგრამ არაშესაფერისი. შესაფერისი კადრის მოძებნა, რომელსაც უნარები გააჩნია და შესაბამისი გამოცდილება აქვს იშვიათია. ამიტომ სანამ  მოთხოვნა და მიწოდება, როგორც  ყველა  ბაზარზე, აქაც არ მოვა თანხვედრაში, ძალიან  დიდი სტრუქტურული აცდენაა და  ეს დიდ პრობლემას ქმნის.


დღევანდელი  შრომის ბაზარი ითხოვს დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის უნარებს, მაგრამ  ეკონომიკაში  გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ცოტა უფრო  სხვა ტიპის უნარებიც იყოს საჭირო, რაზეც  სახელმწიფომ მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს. მათ შორისა მაღალი ტექნოლოგიებისთვის საჭირო უნარები, შესაძლოა ახლა ამ მიმართულებით არ არის დიდი მოთხოვნა, მაგრამ ამ უნარების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა სამომავლოდ შესაბამისმა სექტორებმა იხეირონ“, -  აღნიშნა თენგიზ ლომიტაშვილმა.


რაც ეხება ბიზნესკლიმატის კვლევას, ლომიტაშვილი ქვეყნაში რეფორმების მიმართ, ბიზნესის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა — „მაგალითად  ერთ-ერთი წარმატებულ რეფორმად ითვლება, მეწარმეთა შესახებ კანონის რეფორმა, ბიზნესების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მათთვის რელევანტური  იყო,  თუმცა დაახლოებით  10% თვლის  რომ ეს მათთვის არარელევანტურია. მაგალითად  სასამართლოს  რეფორმა, კომპანიების ნახევარს მიაჩნია რომ ეს მათ არ ეხება. რაც არასწორია, რადგან შესაძლოა იმ მომენტში არ  ჰქონდეს ბიზნესდავა და სასამართლო პროცესებთან შეხება, მაგრამ რა თქმა უნდა გარემო მნიშვნელოვანია. სასამართლო სისტემის საკითხი პრობლემებთან არის  დაკავშირებული, წლებიც შეიძლება პროცესები გაიწელოს და ზიანი მიუტანოს კომპანიის  საქმიანობას, მაგრამ ბიზნესი ამაზე  ჯერ  არ ფიქრობს.


მეორე კითხვა რაც რეფორმებს ეხებოდა იყო  ის, თუ რამდენად  წარმატებით მიდის ესა თუ ის რეფორმა. ამაზეც  აზრი  გაიყო,  რესპონდენტების 50%- ზე მეტი ამბობდა, რომ რეფორმები ნეიტრალურად მიმდინარეობს, ასევე ნაწილმა დადებითად მიმართული რეფორმებიც დაასახელა, მაგალითად საბაჟო რეფორმა. საბოლოოდ, სასამართლო და განათლების  რეფორმას, ბიზნესი უარყოფითად და  საყურადღებო საკითხებად აღიქვამს“, - აღნიშნა თენგიზ ლომიტაშვილი.

 

ევროპული ბიზნესასოციაცია უკვე  რამდენიმე  წელია რაც ქართულ  ბაზარზე  ფუნქციონირებს, აერთიანებს  კომპანიებს, რომლებიც  ეკონომიკური  საქმიანობით  არიან  დაკავშირებული ევროპასთან და ასევე  იმ ევროპულ  ბრენდებს, რომლებიც  ქართულ  ბაზარზე ოპერირებენ,  ასოციაციის  წევრი არის 130 ზე  მეტი  კომპანია და მათი უმრავლესობა მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები.



თაკო კვაჭანტირაძე






იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up