„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ არასწორი ტენდენცია ბიზნესთან თანამშრომლობის ჭრილში“ - ბიზნესასოციაციები მთავრობას მიმართავენ

„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ არასწორი ტენდენცია ბიზნესთან თანამშრომლობის ჭრილში“ - ბიზნესასოციაციები მთავრობას მიმართავენ

access_time2020-06-03 20:00:16

ხუთი ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს. მიმართვას ხელს აწერენ - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია.



როგორც განცხადებაში აღნიშნული, „კოვიდ 19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რთულ პერიოდში, რიგმა ბიზნეს ასოციაციებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების, ბიზნესის სამართლიანი ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარებების გაწევის მიზნით.



„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია საბოლოო ჯამში გათვალისწინებულ იქნა, ბიზნეს ასოციაციებს არ მიუღიათ მთავრობისგან გამოხმაურება შეთავაზებებზე და ვხედავთ საფრთხეს, რომ ხელისუფლება შემოდგომაზე მარტო დარჩება იმ დიდ გამოწვევასთან, რასაც ჰქვია მზარდი ეკონომიკური კრიზისი.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ არასწორი ტენდენცია ბიზნესთან თანამშრომლობის ჭრილში, რაც გულისხმობს რომ მთავრობას არ აქვს შესაბამისი კომუნიკაცია და უკუკავშირი ბიზნეს სექტორებთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განმარტებით ბიზნესთან კომუნკაციის და დახმარების პროცესი დაწყებულია. მაგალითისათვის არ ყოფილა უკუკავშირი საქონლის რეალიზაციის შემდეგ დღგ-ს გადახდის ვალდებულებასთან, ასევე ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფნის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად, რაც ირიბად იწვევს საიმპორტო საქონელზე და ადგილობრივ პროდუქციაზე (ნედლეულის იმპორტიდან გამომდინარე) ფასების ზრდას.



პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის დროს დაფიქსირდა, რომ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები და ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით უკვე მოიპოვა 1,5 მლრდ დოლარი დახმარების გარანტიები, გარდა ამისა კერძო სექტორისთვის წვდომა დამატებით 1,5 მლრდ დოლარზე.


განმცხადებელ ბიზნეს ასოციაციებს აინტერესებთ:


1. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთობლივი გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურებისათვის, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესის მდგრად განვითარებაზე საუბარი;
2. „კოვიდ 19“-ის ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და გამჭირვალეობა - წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
3. ბიუჯეტისა და მთავრობის მიმართულებით მოპოვებული ზემოხსენებული 1,5 მლრდ აშშ დოლარის ოდებით დახმარების განაწილებისა და ხარჯვითი ნაწილის გამჭირვალეობა;
4. სპეციალური ბიუელეტენის გამოცემა, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო სექტორისთვის დამატებით 1,5 მლრდ აშშ დოლარზე წვდომასთან და გაწეულ დახმარებებთან დაკავშირებით.



ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის სამოქმედო გეგმის არსებობა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შემთხვევაში. ბიზნესისთვის მეტი პროგნოზირებულობისა და მომავალი შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის მთავრობას ვთავაზობთ:•იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის განმეორებითი დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყნაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღის გავრცელების შემთხვევაში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.



BPN.GE 





თეგები:
„კოვიდ 19“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up