ბოლო პერიოდში ნასოფლარად 233 სოფელი იქცა

ბოლო პერიოდში ნასოფლარად 233 სოფელი იქცა

access_time2016-12-11 12:06:33

სულ რაღაც 120 წლის წინ, კერძოდ, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1 919 000 კაცი იყო და აქედან ქალაქის მაცხოვრებელი მხოლოდ - 16%, (ანუ 84% სოფლად ცხოვრობდა), 1926 წელს - 22 %, 1939 წელს - 30 %, 1959 წელს - 42%, 1979 წელს - 52%, 1989 წელს - 56% (სწორედ იმ აღწერით ვიყავით ბოლო ორასწლეულში ყველაზე მეტი - 5,4 მილიონი), 2002 წელს - 52% და 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად გაცილებით მეტი.

 

უკანასკნელ ასწლეულში სულ უფრო მეტად, თითქმის უკანმიუხედავად ტოვებს ხალხი სოფელს, სამაგიეროდ, ქალაქის, უფრო მეტად, თბილისის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება და ქვეყანა თავკომბალას ემსგავსება. ადამიანების მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს.

 

2014 წლის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში 3633 სოფელია, სადაც 1 591 000 კაცია, ანუ მოსახლეობის 42%.

 

„ტრანსპორტის ერთადერთი „სახეობა", ამ სოფლამდე რომ აღწევს, ცხენი და სახედარია. აქაურები ფეხით გადიან ცენტრალური გზიდან 6-7 კილომეტს, ბარგს ცხენით, ვირით ან სულაც ზურგით ეზიდებიან. აქ დღემდე არ არის ელექტროენერგია (მზის ბატარეებით განათებული პაწაწინა ნათურა დღისითაც სუსტად ბჟუტავს), მიწას ისევ ხარებით ხნავენ, ოჯახის სამყოფი კარტოფილი და ლობიო რომ მოიყვანონ. ცხადია, არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. აქ არასოდეს არავინ ყოფილა წინასაარჩევნოდ. ხანდახან თემის გამგებელი თუ აკითხავთ, ეს არის და ეს. ციხისსოფელი ანანურის თემის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია დგნალის ზემოთ", - შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ ასეთი სოფლები დღესაც არის საქართველოში და რა გასაკვირია, რომ მიგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.

 

ამავე აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც მოსახლეობის გრაფაში - 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა აღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც კიდევ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს.

 

157 სოფელია 1-დან 5 მცხოვრებით, 98 სოფელში 5-10 კაცია, 828 სოფელში 11-100 კაცი, 503-ში 101-200, 893-ში 201-500, 517-ში 501-1000, 271- ში - 1001-2000, 86-ში - 2001-3000, 45-ში 3001-5000 და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.

 

„სინათლე აქ არ არის, გზა და ტელეფონი. აი, ახლაც მესამე დღეა არ გვაქვს ელექტროენერგია. ისედაც თითქმის არ იჭერს ტელეფონი და ახლა ვერც დავტენეთ. დუშეთში შვილთან დალაპარაკება მინდა, მაგრამ როგორ?

 

რამდენი ვართ სოფელში? მოიცა, დავთვალოთ. ქვემოთ, ჩვენამდე, ხომ ნახეთ, ერთი ოჯახია, აქვე, მანქანა რომ დგას - მეორე, მე და ჩემი შვილი ორ კომლად ვართ, ჩვენ მერე კიდევ ერთი, გაღმა - სამი, ზემოთაც კიდევ რამდენიმე. მოკლედ, 11-12 კომლი ვიქნებით, კომლი რა? უმეტესად ერთი-ორი ადამიანია," - გვეუბნება მარუსა დეიდა, - ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ხეობის ბევრ სოფელში 3-4 ოჯახია, ზოგგან ამდენიც არა, ზოგი სოფელი საერთოდ დაიცალა".

 

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით, ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. წინა აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ, შესაბამისად, 40 და 25 კაცი ცხოვრობს.

 


გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთადერთი სკოლაა 11 მოსწავლით.

 

სად გაქვს ყველაზე მეტი ნასოფლარი?

 

რასაკვირველია, მთაში: რეგიონებიდან მცხეთა-მთიანეთი „ლიდერობს", მუნიციპალიტეტებიდან - ახმეტა და დუშეთი, შესაბამისად 75, 51 და 40 ნასოფლარით. ეს ძირითადად ხევსურეთისა და თუშეთის სოფლებია, რომელთა დაცლა ხელისუფლების მითითებითაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, გასული საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო.

 

რა ხდება სხვა რეგიონებში?

 

აჭარაში 3 ნასოფლარია (თითო ქობულეთის, შუახევისა და ქედის რაიონებში), სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7 (აქედან 4 მესტიაში), იმერეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში - 10-10, ქვემო ქართლში - 13 (ყველა თეთრიწყაროში), შიდა ქართლში - 44 (21 გორში), კახეთში - 53 (აქედან 51 ახმეტაში, უმეტესობა თუშეთში), მცხეთა-მთიანეთში - 75 (აქედან 40 დუშეთის რაიონში, 21 - ყაზბეგში). გურიაში არის სოფლები, სადაც 1-2 კაცია, მაგრამ ჯერ იქ არიან...

 

თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 კაცია რეგისტრირებული (30 მამაკაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში - 1-2-4 კაცია.

 

რა შეუძლია ერთ ადამიანს? ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ერთადერთია, ვინც ბოჭორნაშია რეგისტრირებული, ამიტომ ნასოფლარი სოფელი გახდა და გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტად იქცა.

 

ოდესღაც, კომუნისტების პერიოდში, 1989 წლამდე ყველაზე მაღალმთიან სოფლად თრუსოს ხეობის სოფელი რესი ითვლებოდა. რესი დღესაც უფრო მაღლაა, 2405 მეტრზე, მაგრამ ვეღარ სოფლობს, იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს. საერთოდ მთელ ხეობაში თითქმის აღარავინ რჩება, მიტოვებულია იქაურობა, მხოლოდ ბერები და მესაზღვრეები არიან. ყაზბეგის რაიონის 21 სოფლიდან უმეტესობა სწორედ თრუსოშია.

 

„ბისოში, ხახმატში აღარავინ არის, ჩირდილს იქით გზაც აღარ იწმინდება, პირიქითა ხევსურეთში 20-30 კაცი თუ იქნება მუდმივი მცხოვრები, სკოლაში 7 მოსწავლე ჰყავთ. აქეთ, ბარისახოს სკოლაში 65 მოსწავლეა, ეს კატასტროფაა, რადგან 34 სოფლის შვილები არიან ესენი,"- ამბობს ტრისტან არაბული, ბარისახოს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

 

თუშეთში კი წლებია, სკოლა აღარავის სჭირდება.

 

დუშეთში ბოლო დროს ნასოფლარებად იქცა: ბანცური, დავითურნი, ჩადის ციხე (ფასანაურის თემი), კადოეთი და უფურეთი (ანანურის თემი), ათნოხი, ბურსაჭირი (გუდამაყარი), არბაჩხანი, საშავარდნო, ჭაშა, ახალი, ბეტისჩრდილი (ფშავი), ჩოხელნი შარმიანი, ციხიანი, ჟოჟონუ, უშარნი, სონჩო, მუღურე, ქოროღო (ხადას ხეობა და ქვეშეთის თემი), ოხერხევი, ქმოსტი, ღული, ოხერხევი (პირაქეთა ხევსურეთი, ბარისახოს თემი), ანდაქი (შატილის თემი).

 

„ეს ხეობა არავის ახსოვს. ეგრე უპატრონო კუთხედ არის ქცეული. ჩვენთვის არაფერია... არც გაზი, არც გზა. ვარსებობთ, არ ვარსებობთ, ვსუნთაქვთ, არ ვსუნთქავთ? არავის აინტერესებს", - გვითხრა რამდენიმე წლის წინ ნათელა ზაქაიძე-მგელაშვილმა, რომელიც თავისი სამი შვილით უკანაფშავში, სოფელ გოგოლაურთაში ცხოვრობდა. ვეღარ გაძლეს და მგელაშვილები ახმეტაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

 

ქვეყნის მხარეებიდან მიგრაციის მაჩვენებლით და მოსახლეობის სიმცირით პირველ ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. ახლა იქ სულ 31 ათასი კაცი ცხოვრობს.

 

შედარებისთვის რომ წარმოვიდგინოთ, თბილისში, მარტო გლდანი-ნაძალადევის რაიონში 325 ათასი კაცია, ანუ თითქმის 10-11-ჯერ მეტი. თუმცა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჯერ კიდევ არის შედარებით „დიდი" სოფლები, ჯერ მთლად არ გათითოკაცებულა აქაურობა. კავკასიონის ქედს გადაღმა მდებარე ხევსურეთი და თუშეთი კი გაცილებით ადრე დაიცალა.

 

„ამ ახალ წელს შატილში ხუთი-ექვსი ოჯახი, უფრო სწორედ, 10-12 აქაური და კიდევ რამდენიმე სტუმარი შევხვდით. სამოქალაქო რეისი დეკემბრის ბოლოს იყო და სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეების დიდი ნაწილი და მათი მშობლებიც არდადეგებზე ბარისკენ წამოვიდნენ", - გვითხრა ორი წლის წინ ელისო ჭინჭარაულმა. მისი მეუღლე, მიხეილ ჭინჭარაული შატილის თემის ექიმია და იშვიათად ტოვებს სოფელს.

 



„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაშ...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up