ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება გაუაზრებელია

ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება გაუაზრებელია

access_time2020-07-01 11:30:06

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა 520-ე ბრძანებით და სხვა დადგენილებებით მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჯანდაცვის სექტორს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელმა, კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლიამ განუცხადა. ექიმის თქმით, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება გაუაზრებელია. გრიგოლია აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ყველაფერი არაპროფესიონალების მიერაა შემუშავებული.

 

„დაჩქარებულად მიღებული მე არაფერი მომწონს, დაჩქარებული წესით შეიძლება მიიღო ისეთი კანონი,რომელიც სხვა წარმატებულ ქვეყანაში კარგად მუშაობს, შენ ველოსიპედი არ უნდა გამოიგონო. როდესაც არანაირი გამოცდილება არ გაქვს, განათლება არ გაქვს, რაღაცას იგონებ და თან დაჩქარებული წესით იღებ, მე მგონია, რომ დიდი სისულელეა, რადგან ესეთი კანონი იმუშავებს იქამდე სანამ შეიცვლება მთავრობა. არ უნდა მიიღო ისეთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 3 თვის შემდეგ შეიძლება გაუქმდეს. სამედიცინო სფეროში ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავრობაში. 35 წელია ექიმი ვარ და რატომღაც ყველა პოლიტიკურ ძალას ჰგონია, როდესაც ხელისუფლებაში მოდის რეფორმები ჯანდაცვიდან უნდა დაიწყოს და იწყებენ რეფორმებს, მერე ვერ ამთავრებენ და ბოლო 35 წელია საქართველოს ჯანდაცვა ერთ წრეზე ტრიალებს“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

მომზადებული კანონპროექტი სამედიცინო გადაცდომების შემთხვევაში სანქციების გაორმაგებას და ზოგ შემთხვევაში გასამმაგებას ითვალისწინებს. გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ჯარიმების გაზრდა აბსოლუტური სისულელეა. მისი თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის დაზოგვას ცდილობს.

 

„ჯანდაცვის სექტორის 95 პროცენტი არის კომერციული, როდესაც სახელმწიფო პაციენტს მკურნალობაში რაღაც თანხას უხდის, შემდეგ კი ჩათვლის, რომ მკურნალობა იყო არაჯეროვანი და კლინიკას სამმაგად აჯარიმებს ეს რას ნიშნავს? პირველ რიგში, თითოეული შემთხვევა უნდა იყოს გამოკვლეული. თუ კლინიკა პაციენტს წესიერად არ მოემსახურა შეიძლება სამედიცინო დაწესებულებას ისევ ის თანხა მოსთხოვო რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა. რას ნიშნავს სამმაგი თანხის ამოღება? საიდან უნდა ამოიღოს კლინიკის მფლობელმა ეს თანხა? რა თქმა უნდა ექიმებისგან, ექთნებისგან, სანიტრებისგან, დაცვისგან იმ ადამიანებისგან ვინც კლინიკას ემსახურება და რა თქმა უნდა სხვა ადამიანის მკრუანლობის თანხიდან. სახლიდან ხომ არ მოიტანს ამ ფულს. თუ ვერ გავარკვევთ ურთიერთობას, სასამართლოს მივმართავთ და კანონის გზით გადაწყდება, მე კლინიკის წარმომადგენელი ვიყავი მართალი თუ სახელმწიფო. თუ სახელმწიფო იყო მართალი არ გადაიხდის იმ თანხას თუ კლინიკა იყო მართალი გადაიხდის, სამმაგს რომ მთხოვ ეს რას ნიშნავს? ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი,  ჯანდაცვაზე რა თანხაც არის გამოყოფილი, უნდათ ხარჯის შემცირება ვინაიდან ეკონომიკურად უსუსურები აღმოჩნდნენ“, - განმარტავს გიორგი გრიგოლია.

 


კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სამინსიტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებია. ექიმი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ კონტაქტი სპეციალისტებთან დაკარგა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტოს 80 პროცენტი არამედიკოსებითაა დაკომპლექტებული. გიორგი გრიგოლიას თქმით,  სახელმწიფო უწყება რეგულაციებს სამედიცინო საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ატარებს, რაც ექიმის თქმით ჯანდაცვის სექტორს ნელ-ნელა ანგრევს.

 

„ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს არასწორად  იწყებს, იმის მაგივრად რომ ჯერ გაგვაცნონ გადაწყვეტილებები, შემდეგ გვითხრან თუ რატომ იღებენ რიგ ცვლილებებს და ბოლოს მოგვცენ გონივრული ვადა იმისთვის, რომ კლინიკები ახალ პირობებს მოერგონ, პირდაპირ აწესებენ რეგულაციებს, რომელიც არის ჰაერიდან ჩამოტანილი და  ჩვენ ჯანდაცავას არ შეეფერება.  ეს ცვლილებები ჯანდაცვის სექტორს მოუტანს იმას, რაც 520-ე დადგენილებით მივიღეთ: რეანიმაცია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია და ნევროლოგია გაჩერებულია, მიადგა უზარმაზარი ზარალი, პირველ რიგში, პაციენტს გაუძვირეს მომსახურება და ხარისხი დააქვეითეს. უგუნური საქციელია, ვერ ხვდებიან რას აკეთებენ თუ მიზანმიმართული ქმედებებია მე პასუხი არ მაქვს.ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება არ იყოს სამედიცინო განათლებით, რადგან პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ მოადგილეები, მრჩეველები, დეპარტამენტების უფროსები ექიმები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან საექიმო საქმეს ვერ გაარჩევს ეკონომისტი და იურისტი. დღეს რომ გადახედო ჯანდაცვის სამინისტროს ვინ არის იქ სამედიცინო განათლებით? მინისტრს თავი რომ დავანებოთ მისი მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან ის ხალხი, რომელთაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მედიცინასთან, ამიტომ გამოდის ესეთი არაკომპეტენტური და საზიანო გადაწყვეტილებები ექიმებისთვის, დარგისთვის და რაც მთავარია პაციენტებისთვის“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

გამოცდილი ექიმი „კომერსანტს“ თავისი მრავალწლიანი პრაქტიკის შესახებ უყვება. ექიმი იხსენებს წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა სამედიცინო საქმიანობის რეგულირება.

 

„წლების განმავლობაში არასწორ მკურნალობაზე რეცენზიებს ვწერდი, მაგრამ ახლა როდესაც რეცენზია მოდის, ავადმყოფი ნამკურნალევია, სახლში გაწერილია, არ ჩივის, თუმცა სახელმწიფო თვლის, რომ პაციენტი 8 დღე უნდა დაყოვნებულიყო საავადმყოფოში და 12 დღე დაყოვნდა, ეს არ არის დანაშაული, ყველამ იცის რომ პნევმონიის მკურნალობას შეიძლება 8 დღეში დასჭირდეს შეიძლება 18 . რაღაც 12 დღე დაყოვნდა მოდის რეცენზიაზე და უნდა ვიპოვოთ ხარვეზი, რათა სამმაგად ამოიღოს ის თანხა რაც უნდა გადაეხადა. ამაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი და აღარ ვწერ, თუმცა ბევრი წერს და ბევრს უგზავნიან. აბსოლუტურად მანკიერი წრე შექმნა ჩვენმა დღევანდელმა ჯანდაცვის სამინისტრომ“ , - განმარტავს გიორგი გრიგოლია.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელის მიხედვითაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up