ბოლო ორ წელში აჭარას 100-მდე ახალი ტურისტული ობიექტი შეემატა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მიუხედავად პანდემიისა სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა
მთიან აჭარას ახალ ტურისტულ ობიექტებთან ერთად ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებებიც დაემატა.
კანიონინგი სოფელ უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ჯვარიმინდორზე, კაპნისთავის, ჩირუხისა და ღორჯომის ტურისტული მარშრუტები იმ ახალ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში შექმნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.