ბოლო ერთი წლის  მანძილზე  ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა 100%-ით  გაიზარდა

ბოლო ერთი წლის მანძილზე ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა

access_time2021-05-06 16:00:46

„წინა წელთან შედარებით ჩვენი ქოხების რეალიზაცია 100%-ით გაიზარდა” - ამის შესახებ „კომერსანტს ასაწყობი“ სახლების კომპანიის „Kohi.ge“ - ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქოხებს ძირითადად თბილისის შემოგარენისთვის უკვეთავენ, თუმცა დიდია მოთხოვნა დასავლეთში მდებარე აგარაკებიდანაც. ირაკლი ლომიძე ამბობს, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას ქალაქში და ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრება აღარ უნდა და ბუნებასთან დაახლოებას ცდილობენ.

 

„საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენ ოფისში იმდენად ბევრი მომხმარებელი იყრის თავს, რომ წინასწარი ჩაწერის გარეშე კონსულტაციაზე და შეკვეთის მისაღებად ადამიანებს ვერ ვღებულობთ, მოგვიწევს ოფისში სამუშაოდ ადამიანური რესურსების დამატება და ოფისის გაზრდაც, რადგან მომხარებელს კომფორტულად და დროულად მოვემსახუროთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ადამიანს ქალაქგარეთ დასახლება სურს, რაც ჩვენი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა. ვისაც კი სადმე მიწის ნაკვეთი ჰქონდა უმეტესობამ ქოხის ჩადგა და საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

 

დიდ ქალაქებში ხან ტრანსპორტს ზღუდავენ, ხან სხვა პრობლემები ჩნდება, თან ალბათ ადამიანებსაც მობეზრდათ ბეტონის ჯუნგლებში ცხოვრება და სუფთა ჰაერზე ცხოვრებას ირჩევენ. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის შემოგარენზე დიდი ბუმია, ძალიან პრესტიჟულია საგურამო, წოდორეთი, თხილვანა, წეროვანი, ლისი და ა.შ.  ამჟამად საგურამოში ორი პროექტი იგეგმება, ორი საკოტეჯო დასახლება იქნება, ერთი 40 სახლზე, ხოლო მეორე 30 სახლზეა გათვლილი, აღნიშნულ პროექტებში ჩვენ მშენებლის სტატუსით ვმონაწილეობთ. რაც შეეხება დასავლეთს, წელს რაჭა, გურია და მაღალმთიანი აჭარაა პოპულარული, აღნიშნული რეგიონებიდან დიდი რაოდენობის შეკვეთები მივიღეთ“, -  აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.

 

რაც შეეხება თვითონ სახლებს, ლომიძის თქმით, ყველაზე გაყიდვადი, ე.წ. “Barn House” — ებია , რომელიც მისი დიზაინიდან და განლაგებიდან გამომდინარე კომფორტულია და მაღალმთიანი რეგიონში დიდთოვლობის დროს უსაფრთხოა, რადგან სახურავის დახრილობის გამო მასზე  თოვლი არ  ჩერდება.

 


გასულ წელს ირაკლი ლომიძე, “კომერსანტთან” ინტერვიუში ქობულეთთან ახლოს ქოხების სამშენებლო ცეხის მშენებლობაზეც საუბრობდა, რომელსაც 2021 წლის მაისიდან პირველი ქოხების გამოშვება უნდა დაეწყო, თუმცა ქობულეთის ცეხის ამუშავება დროებით გადაიდო, რადგან მსოფლიოში ასაწყობ სახლებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საჭირო დანადგარების ჩამოტანა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა.

 

“ქობულეთის ცეხის ამუშავება შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან ამ ტიპის სახლებზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზეც საგრძნობლად გაზრდილია, შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა დანადგარებზეც  და ჩვენ საჭირო დანადგარებზე პირველადი თანხის შეტანა ვერ მოვასწარით, შესაბამისად უკანა რიგებში გადავიწიეთ. გვინდოდა გერმანული დანადგარები ჩამოგვეტანა , მაგრამ ახლა ან პოლონურს ან ჩეხურს  ჩამოვიტანთ.  მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებშიც რიგებია, როგორც ამერიკაში ასევე ევროპის ქვეყნებში სახლებზე და შესაბამისად დანადგარებზე მოთხოვნა თითქმის სამჯერ არის გაზრდილი”,  - აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.

 

რაც შეეხება ქოხების სამშენებლო მასალას ე.წ. ფიცარს, მისი ფასი მსოფლიოში 300%- თ  არის გაზრდილი, ინფორმაციას გამოცემა businessinsider ავრცელებს. “კომერსანტის” კითხვაზე როგორ აისახებოდა მასალის გაძვირება kohi.ge- ს სახლების ფასზე, ირაკლი ლომიძე პასუხობს, რომ  ამ ეტაპზე ფასის  გაზრდას არ აპირებენ, რადგან სამშენებლო მასალის მარაგები აქვთ, რითაც სახლების მშენებლობას აგრძელებენ, თუმცა სამომავლოდ kohi.ge- ს დამფუძნებელი სახლებზე ფასის ზრდას არ გამორიცხავს.

 

„მსოფლიოში ხეზე ფასი სამჯერ არის გაზრდილი , ჯერჯერობით ქოხებზე ფასი არ გაგვიზრდია და  ძველი ფასის შენარჩუნებას ვახერხებთ, რადგან მარაგები გვაქვს  ჩამოტანილი და ამ მარაგებით ვმუშაობთ, თუმცა სამომავლოდ ფასის გაზრდა მოგვიწევს, რადგან  ფიცარის ფასი 300%-ით გაიზარდა. ჩვენ მასალა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, მათ შორის რუსეთიდანაც, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ რუსეთი ნედლი მასალის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს და მხოლოდ დამუშავებულ მასალას გაყიდის, რა თქმა უნდა დამუშავებული მასალა უფრო ძვირი ეღირება. ახლა ბელორუსიიდან და უკრაინიდან  ვცდილობთ ფიცრის ჩამოტანას, პირველი პარტია ჩამოვიდა, თუმცა ფასები ამ ქვეყნებშიც გაზრდილია. სამომავლოდ გვინდა, რომ გერმანიიდან ჩამოვიტანოთ დანადგარი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ქართულ ფიცარზეც ვიმუშავოთ.” -  აღნიშნა ირაკლი ლომიძემ.

 

რაც  შეეხება  სამომავლო გეგმებს ირაკლი ლომიძემ აღნიშნა, რომ kohi. ge ხრახნილი  ხიმინჯების წარმოებასაც იწყებს, რომელიც  საძირკველის და ღობეების მშენებლობისთვის გამოიყენება. kohi.ge  ბაზარზე  ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ხის სახლებს ფინური მეთოდით აშენებს. სახლის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 200$-დან იწყება და პროექტის სირთულის მიხედვით იზრდება. Kohi.ge -ის სახლები ექსპორტზე  ძირითადად გერმანიაში,  საბერძნეთში,  ისლანდიაში და  იტალიაში გადის.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up