ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.
11 იანვრიდან 17 იანვრამდე პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 4 725 025 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 882 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge