საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხილი 1,5-ჯერ გაძვირდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშლი, რომელიც გასულ წელს 3 ლარი ღირდა, წელს 4 ლარი და 35 თეთრი ღირს.
2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აპრილამდე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, საშუალოდ, 16 პროცენტით გაძვირდა. ფასები პროდუქტების მიხედვით ასე გაიზარდა:
ხილი და ყურძენი - 45,4%;
რძე, ყველი და კვერცხი - 23,2%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16,9
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 15%;
თევზეული - 14,9%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 14,1%;
ზეთი და ცხიმი - 11%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 10%;
პური და პურპროდუქტები - 8,4%.
ბოლო ერთ თვეში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3 პროცენტით გაიზარდა.
რადიო თავისუფლება