ივა ჭყონია-„ბოლო დღეებში საქართველოში პროდუქციის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო“

ივა ჭყონია-„ბოლო დღეებში საქართველოში პროდუქციის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო“

access_time2019-09-09 16:20:27

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასის ზრდის ახალი ტალღა დაიწყო.


როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, გაძვირების ეს ეტაპი მოსალოდნელი იყო და ბიზნესი ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა.


„ფასების ზრდის პირველი ეტაპი ივნისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი - რაც უკვე ქსელურ სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს შეეხება, სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ალბათ, რამდენიმე დღეში ეს ეტაპიც დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, ლარი ამ ნიშნულზე გაჩერდება, რაც დღეს არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კურსი 3-ნიშნულს გადაცდება, პროდუქციის გაძვირების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელიც უკვე ნოემბერში აისახება,“-აღნიშნა ჭყონიამ.




BPN





კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა
access_time2020-01-23 11:30:37
საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ექსპერტებმა 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს.წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ. imedinews.ge

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“
access_time2020-01-23 11:13:03
„უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების...

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...


მსგავსი სიახლეები

up