ბოლო დღეების მანძილზე Apple-ის კაპიტალიზაცია 3%-ით, ისტორიულ მაქსიმუმამდე, 3 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა.

ბოლო დღეების მანძილზე Apple-ის კაპიტალიზაცია 3%-ით, ისტორიულ მაქსიმუმამდე, 3 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა.

access_time2022-01-06 19:00:35

Iphone-ის მწარმოებლის კაპიტალიზაცია 2018 წლის 2 აგვისტოს 1 ტრლნ. დოლარი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ- ისტორიაში, როდესაც კერძო კომპანიის ღირებულებამ ტრილიონს მიაღწია.ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და 2020 წლის აგვისტოში კომპანიის კაპიტალიზაციამ 2 ტრლნ. დოლარს მიაღწია. აქციების გაძვირების ერთ-ერთი დრაივერი საკუთარი ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის პროგრამა გახდა,  2021 წელს Apple-მა 85 მლრდ. დოლარის საკუთარი აქციები გამოისყიდა, მაშინ, როდესაც აქციონერების დივიდენდებზე 14,5 მლრდ. დაიხარჯა


ამ დროისთვის Apple საკუთარი აქციების უმსხვილესი მყიდველია შტატებში. საკუთარი აქციების გამოსყიდვა კომპანიის კაპიტალიზაციას და ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის ზრდას უწყობს ხელს



2021 წლის მე-3 კვარტალში Apple-მა 20,4 მლრდ. დოლარის საკუთარი აქციები გამოისყიდა , რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Apple-მა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 2012 წლის მარტში დაიწყო. იმ პერიოდიდან 2021 წლის ივლისამდე კომპანიამ ამ კუთხით 467 მლრდ. დოლარი დახარჯა


2018 წლის აგვისტოდან, როდესაც კომპანიის კაპიტალიზაციამ 1 ტრლნ. დოლარს მიაღწია, აქციების ღირებულება 252%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, Apple ამ პრაქტიკას და შესაბამისად ღირებულების ზრდას მომავალშიც განაგრძობს



2021 წლის ბოლოსთვის კომპანიას 104 მლრდ.დოლარი საოპერაციო თანხა დაუგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ Apple- შეუძლია პარალელურად საკუთარი აქციების გამოსყიდვა შეუძლია, მას აქვს შესაძლებლობა, რომ  გაზარდოს პერსონალი და ინვესტიციები ახალ კვლევებში ჩადოს


კომპანია Bernstein-ის ექსპერტის ტონი საკონაგის აზრით, Apple  ყოველწლიურად საკუთარი აქციების 3-4%-ის გამოსყიდვას 2026 წლამდე განაგრძობს. სავარაუდოდ, 2022 წელს კომპანია 90 მლრდ. დოლარის აქციებს გამოისყიდის  და დივიდენდებს 10%-ით გაზრდის




კაპიტალიზაციის მატებას ახალი პროდუქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია შეუწყობს ხელს, ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც Apple მუშაობს - კერძოდ, ელექტრომობილის პროექტი და ვირტუალური რეალობის სათვალეები


დეკემბერში JP Morgan Chase-ის ექსპერტებმა Apple-ის აქციები 2022 წლის საუკეთესო ვარიანტად შეაფასეს და მათი ღირებულების 170-დან 200 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებენ



Bank of America- ანალიტიკოსი ვამსი მოჰანი მიიჩნევს, რომ კომპანიის აქციები 210 დოლარამდე გაძვირდება, ხოლო პირველ ახალ პროდუქტი ვირტუალური რეალობის სათვალეები,  მომხმარებლის 2022 წლის ბოლოს ან 2023-ის დასაწყისში წარსდგება


ის ასევე პროგნოზირებს 2023 წელს iPhone-ის უფრო მნიშვნელოვან განახლებას, რადგანაც 5G ტექნოლოგია სმარტფონების მწარმოებლების წინაში ახალ ამოცანებს დააყენებს




წყარო: Quote.rbc.ru 


თეგები:
apple iPhone



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up