ბოლო ათწლეულში საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა, ფულადი გზავნილები კი 76%-ით გაიზარდა - PMCG

ბოლო ათწლეულში საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა, ფულადი გზავნილები კი 76%-ით გაიზარდა - PMCG

access_time2022-09-13 14:30:48

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოდან ემიგრაციული ნაკადები შესამჩნევი იყო, ხოლო ეკონომიკური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე - მაღალი,  ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიმხილვაში „ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე“ არის აღნიშნული.


„2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი).


UN DESA-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა - ქვეყნის მოსახლეობის 23%. ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%)“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.


პუბლიკაციაში საუბარია, რომ ბოლო ათწლეულში ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ღირებული წყარო იყო და ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ფულადი გზავნილების მიმღებ შინამეურნეობებს უფრო დიდი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ფულადი გზავნილების არ მიმღებ შინამეურნოებებს. თუმცა, შესამჩნევია ის ფაქტიც, რომ ფულად გზავნილებს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეთ ემიგრანტების ოჯახის წევრების სამსახურის ძიების მოტივაციაზე. მონაცემების ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების წილი, რომლებიც ასევე დაქირავებული შრომიდან იღებენ შემოსავალს, გაცილებით ნაკლებია იმ შინამეურნეობების წილზე, რომლებიც დაქირავებული შრომიდან აქვთ შემოსავალს და არ იღებენ ფულად გზავნილებს.



„უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა. ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე. ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება. 2012-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც (310%).


2012-2021 წლებში საშუალო თვიური ფულადი გზავნილი ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობისთვის 536 ლარს შეადგენდა (ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების საშუალო შემოსავლის 41%). გაანალიზებულ პერიოდში ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიურმა შემოსავალმა 1,318 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება ფულადი გზავნილების არ მიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალს“, აღნიშნულია კვლევაში.


საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების ეფექტის წარმოსაჩენად მიმოხილვაში ის შედარებულია სხვადასხვა ინდიკატორთან და ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულში ფულადი გზავნილები წელიწადში 1.53 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 18%-ით მეტია ამავე პერიოდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. თუმცა 23%-ით ჩამორჩებოდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო ექსპორტის მოცულობას - 49%-ით.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up