2016-2021 წლებში საქართველოში საცხოვრებლად 70.5 ათასი უცხოელი მიგრანტი ჩამოვიდა. ინფორმაცია თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევაშია აღნიშნული.
საცხოვრებლად ჩამოსული მიგრანტების უმეტესობა იყო რუსეთის (30%), ირანის (11%), აზერბაიჯანის (10%), თურქეთის (9%) და უკრაინის (6%) მოქალაქე. რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების გარდა, ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაინტერესება ისრაელის, პოლონეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.
კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 42%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებული მიგრაციის გათვალისწინებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. ამავე მიზეზებით, გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა - 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება.