ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

access_time2020-12-04 13:45:23


წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს.


ჰიპერინფლაციისა და კუპონიზაციის შემდგომ პერიოდშიც კი ინფლაცია საქართველოში თითქმის ყოველთვის მაღალი განაკვეთით გამოირჩეოდა, მაშინაც, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი პიკს აღწევდა და მაშინაც, როდესაც ზრდის ტემპი მცირდებოდა. 2007 წელს 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ინფლაციის განაკვეთმა 9.2%-ს მიაღწია, 2008 წელს ომის დროს - 10%-ს. ბოლო ათწლეულში ინფლაციის ტემპმა იკლო, თუმცა 2017 წელს მან კვლავ გადააჭარბა 6%-ს, 2019 წელს კი 4.8%-ს.


ინფლაცია თავისი არსით ფარული გადასახადია, რომელიც განსაკუთრებთ მწვავედ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე მოქმედებს. მათ ვისაც ნომინალური ხელფასი არ ეზრდებათ, წლიდან წლამდე რეალური მსყიდველობითუნარიანობა უმცირდებათ. პირობითად 800 ლარით წელს უფრო ნაკლები პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი ვიდრე გასულ წელს და კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე 2018 წელს. რადგან დღევანდელი 800 ლარი თავისი მსყიდველობითუნარიანობით 2019 წლის 770 ლარს, 2018 წლის 720 ლარს და 2015 წლის 655 ლარს უდრის.


ინფლაციის განაკვეთი სამომხმარებლო კალათიდან განისზაღვრება. სამომხმარებლო კალათა სულ 12 სასაქონლო ჯგუფში გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქციასა და მომსახურებას ითვლის. იმის მიხედვით რა შენაძენს აკეთებს ადამიანი, მისთვის პერსონალური ინფლაციის განაკვეთი შესაძლოა საშუალოზე ბევრად მაღალი იყო, ან პირიქით უფრო დაბალი და თეორიულად უარყოფითიც კი.


სამომხმარებლო კალათა საკვებ პროდუქტებთან ერთად მოიცავს: საწვავს, მობილურ ტელეფონს, საქორწინო ბეჭედს, კინო-თეტრის ბილეთს, ბინის ქირას, რეპეტიტორის მომსახურებასა თუ საკაბელო ტელევიზიის გადასახადს. სია ფართოა, მაგრამ არა სრულყოფილი. გარდა ამისა ადამიანთა ნაწილი იხდის ბინის ქირას, ნაწილი საკუთარ სახლში ცხოვრობს, ნაწილი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება, ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით, ისინიც კი ვინც ავტომობილით გადაადგილდებიან სხვადასხვა ოდენობის საწვავს მოიხმარენ. თუმცა მსგავსი უზუსტობა ეკონომიკაში ჩვეულებრივ მოვლენად განიხილება, ისევე როგორც საშუალო ხელფასი, ან მშპ ერთ სულ მოსახლეზე ვერ ასახავს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობას, მაგრამ იძლევა გარკვეულ სურათს ინფლაციაც მეტ-ნაკლებად მაინც ასახავს ფასების ზრდის დინამიკას.



იმის გათვალისწინებით, რომ საკვებს ყველა მოიხმარს, მას სხვებზე მაღალი ხვედრითი წონა გააჩნია. მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სურსათი 6%-ით გაძვირდა, ავეჯი - 10.2%-ით თუმცა საერთო ინფლაციაში სურსათის გაძვირება 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა, ავეჯის - 0.6 პროცენტული პუნქტით.


ლარი მიმოქცევაში 1995 წლის ოქტომბერში გაეშვა, ამ ხნის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 324%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს რომ იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რაშიც ადამიანს 25 წლის წინ 100 ლარი დაეხარჯებოდა, დღეს 424 ლარი დასჭირდება.


პროცენტულად ყველაზე მაღალი 60%-იანი ზრდა 1995-2000 წლებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი - 12%-იანი ზრდა - 2010-215 წლებში.

მართალია ინფლაცია დღესაც აღამეტება ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, მაგრამ გასული საუკუნისგან განსხვავებით ის ორნიშნა აღარაა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სამომხმარებლო ფასები 33.3%-ით გაიზარდა, ბოლო 5 წელიწადში კი 22%-ით.


ინფლაციას ხშირად პირდაპირ აკავშირებენ ვალუტის კურსთან რაც არასწორია. 2004 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტომდე ლარი დოლართან მიმართებაში 34%-ით $1-ის ღირებულება ₾2.11-დან ₾1.39-მდე შემცირდა, სამომხმარებლო ფასები იმავე პერიოდში 41.6%-ით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ ბოლო 8 წელიწადში ლარის ზუსტად 100%-ით გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასები მხოლოდ ამის მესამედით გაიზარდა. ბოლო 5 წელიწადში ლარი კიდევ 38%-ით გაუფასურდა, ჯამურმა ინფლაციამ კი მხოლოდ 21%  შეადგინა. 2017 წელს ლარი 5 თეთრით გამყარდა კიდეც, მაგრამ საწვავზე და თამბაქოზე აქციზის ზრდამ ინფლაციაც გაზარდა.


იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში კურსის ცვლილებას ინფლაციაზე აუცილებლად ექნება გავლენა, მაგრამ არაპირდაპირპროპორციული. ჯერ ერთი ლარი ზოგიერთ სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს ვალუტასთასნ მიმართებაში გამყარდა კიდეც ან მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუფასურდა, რამაც ამ ქვეყნებიდან იმპორტი გააიაფა, ან მხოლოდ მცირედით გააძვირა. 100 რუსული რუბლი 2012 წლის ოქტომბერში ₾5.32 ღირდა, დღეს ₾4.40 ღირს. 2.11 ლარიდან 1.94 ლარამდე გაიაფდა აზერბაიჯანული მანათი. თურქული ლირა 92 თეთრიდან 42 თეთრამდე. ეს უკანასკნელი საქართველოსთვის საიმპორტო პარტნიორებში უცვლელ პირველ ადგილს იკავებს. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების მიზეზით მისი ეროვნული ვალუტა წლიდან წლამდე მუდმივად უფასურდება. 2 წლის წინ ის ჯერ კიდევ 51 თეთრი ღირდა, 5 წლის წინ - 82 თეთრი. მეორე მიზეზი ისაა, რომ ფარდობითად მაღალი იმპორტის მიუხედავად ბაზარს ადგილობრივი პროდუქციაც მიეწოდება. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, იმპორტიორები იძულებულები ხდებიან მოგების მარჟა შეიმცირონ.  


თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ოქროს სტანდარტი აღარ არსებობს. ინფლაცია ყველა სახელმწიფოსთვის უკვე გარდაუვალ მოვლენად იქცა, მთავრობები ფულის ბეჭდვის ცდუნებას ვერ გაურბიან. ზოგჯერ ექსპორტის წახალისების მიზნით, ვალუტას ხელოვნურადაც კი აუფასურებენ. თუმცა განვითარებულ სახელმწიფოებში ინფლაციის განაკვეთი დაბალია და 3 ან, უკეთეს შემთხვევაში 2 პროცენტამდე ნიშნულის ფარგლებში ნარჩუნდება. გასულ წელს ინფლაცია საქართველოსი 4.9% იყო, ესტონეთში -2.3%, ავსტრიაში -1.5%, ირლანდიაში - 0.9%. ამის საპირისპიროდ ირანში 40%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, არგენტინაში - 53%-იანი, ვენესუელაში ისევ რამდენიმე ათას პროცენტიანი, უნრალოდ ზუსტ რიცხვს მსოფლიო ბანკიც ვეღარ ითვლის. 2%-იანი ინფლაციის პირობებში ფასების საერთო დონის გაორმაგებას 36 წელი სჭირდება, 0.9%-იანი ინფლაციის დროს 80 წელი, 4.9%-იანი ინფლაციის შემთხვევაში კი მხოლოდ 15 წელი.

 

 გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up