ბოლო 5 წელიწადში ბათუმის მერიამ 11 მილონ კვ.მ-ის 3 022 სამშენებლო ნებართვა გასცა

ბოლო 5 წელიწადში ბათუმის მერიამ 11 მილონ კვ.მ-ის 3 022 სამშენებლო ნებართვა გასცა

access_time2022-11-24 11:15:43

„ფლანგვის დეტექტორმა“ გუშინ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით 2018 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე ბათუმის მერიამ მშენებლობის 3022 ნებართვა გასცა. სამშენებლო ფართის მოცულობამ 11 257 770 კვ. მეტრი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმცის საფუძველზე აქვეყნებს.

 

აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში, სამშენებლო ფართი ყველა ნებართვაზე მითითებული არ არის, შესაბამისად, სამშენებლო ფართის მოცულობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი იყოს.

 

როგორც „ფლანგვის დეტექტორი“ წერს, კულტურული ძეგლებს კანონით განსაზღვრული ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, რის გამოც გარკვეულ რადიუსში მშენებლობა მიუღებელია.

  

ბათუმის არასწორ ურბანულ განვითარებაზე მიუთითებს იუნესკოსთან ასოცირებული გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) 2016-2019 წელს რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების შესახებ ანგარიში. მისი შეფასებით, ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება.


 

„კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები. ზოგიერთი მათგანი განზრახ დაანგრიეს. ზოგან ძველი შენობები შეიცვალა მრავალსართულიანი, ამ ტერიტორიისთვის შეუფერებელი ფართომასშტაბიანი შენობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბები, ძველი უბნების ინტიმური გარემო, ურბანული რიტმი, სტილისტური სიმარტივე, ტრადიციული გამწვანება… და „ქალაქის სული“,“  ნათქვამია ICOMOS-ის ანგარიშში.


აღსანიშნავია, რომ ქალაქის განვითარება უკვე წლებია, მთავარი დოკუმენტის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გარეშე ხდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა ქალაქის განვითარების ერთიანი, საერთო ხედვა. ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ოქტომბერში მხოლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა.

 

ბოლო 5 წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა. მომდევნო წლებში კი მეტ-ნაკლებად კლების სტატისტიკაა. პარალელურად, აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ნებართვები ყველაზე მეტ სამშენებლო ფართზე 2020 წელს გაიცა, საერთო მოცულობით 6 122 310 კვ. მეტრი,   ნათქვამია „ფლანგვის დეტექტირის“ კვლევაში.



თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up