ბოლო 4 წელია საქართველოში ინვესტიციები განუხრელად მცირდება

ბოლო 4 წელია საქართველოში ინვესტიციები განუხრელად მცირდება

access_time2021-11-07 10:00:13

PMCG-ის ინფორმაციით, პანდემიამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI)  საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. 2020 წელს საქართველოში, 2005 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში. მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ 34%–ით შემცირდა.

განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უმუშევრობის, ექსპორტის, პროდუქტიულობისა და კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნას ცდილობს.

მიუხედავად ამისა, 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების მოცულობა საქართველოში განუხრელად მცირდება. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ
234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში
დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, COVID-19-ის პანდემიამ მხოლოდ გაამწვავა ის პრობლემები და ეკონომიკური სისუსტეები, რაც უკვე იწვევდა საქართველოში FDI-ს შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად 2019 წელს შემცირება დაკავშირებულია სამხრეთკავკასიური  მილსადენის გაფართოების პროგრამის განახლების დასრულებასთან, რაც BP-
ის ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე.


აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციები უმეტესწილად მოდის არასავაჭრო სექტორებზე, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორებმა ჯამურად მთლიანი ინვესტიციის 62% მიიღეს. FDI სავაჭრო სექტორებში, კერძოდ, სოფლის მეურნეობასა და დამმუშავებელ მრეწველობაში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მრეწველობაში) კი გაცილებით მცირეა


წყარო: ფორბს ჯორჯია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up