ბოლო 3 წელიწადში, 543 ექიმის პასუხისმგებლობა დადგა, სამედიცინო კლინიკები კი 3,465.100 ლარით დაჯარიმდა

ბოლო 3 წელიწადში, 543 ექიმის პასუხისმგებლობა დადგა, სამედიცინო კლინიკები კი 3,465.100 ლარით დაჯარიმდა

access_time2022-06-04 18:00:32

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგს აქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, პაციენტის უფლებების ინტერესიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე ბიუჯეტის სასარგებლოდ 3,465.100 ლარი იქნა გადახდილი, ხოლო პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 543 ექიმს, რაც სფეროში არსებულ ვითარებას, თავისი გამოწვევებით, კრიტიკულს და საგანგაშოს ხდის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტს ლიზი ზუხბაიას განცახდებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რეგისტრირებული საჩივრებისა და სავარაუდო გადაცდომების დადგენა, სანქციების გამოყენების სტატისტიკის შესწავლა, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და სამედიცნო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიების სამართლებრივი რეაგირების ხარისხის დადგენა,  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

ორგანიზაციის შესწავლა განაპირობა იმ არაერთი მომართვის ინტერესმა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას მოითხოვს კონკრეტული ექიმისა თუ სამედიცინო დაწესებულების არასწორი კონსულტაციის გამო. ამასთან, განსაკუთრებული პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდება პანდემიის პერიოდში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ცალკეულ ფატალურ შედეგებსა და გახმაურებულ ფაქტებს.

„ახალაგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2022-2019 წლებში, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე მითითებით, სულ რეგისტრირებული იქნა 3764 განცხადება. აქედან, 800 საკითხი შეეხებოდა პაციენტისთვის გაწეული დახმარების ხარისხს. საქმის შესწავლა დასრულდა 1543 საკითხთან მიმართებით, 2221 საკითხთან დაკავშირებით კი – მოკვლევა ისევ გრძელდება. დგინდება, რომ სულ შედგა 2136 ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შესაბამისი განხილვისთვის გადაგზვანილი იქნა სასამართლო წესით. აქედან, 1496 ადმინისტრაციული ოქმი შეეხებოდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.


დგინდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სულ დაჯარიმებული იქნა 1281 პირი, ხოლო 437 პირს მიეცა შენიშნვა. მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბოლო 3 წელიწადში, სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ 3,465 100 ლარი შეადგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალკე ყურადღებას დაუთმობს იმ პრეტენზიების დადგენას, რომელიც შეეხება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას არაჯეროვანი ან არასწორი სამედიცინო მომსახურების მიმართულებით. დგინდება, რომ ბოლო 3 წელიწადში, მოქალაქეების მხრიდან 595 ექიმის მიმართ რეგისტრირდა საჩივარი, 543 ექიმის მიმართ გამოტანილი იქნა პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება. აქედან – 439 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 94 ექიმს, სახელმწიფო სერთიფიკატი გაუუქმდა – 10 ექიმს, ხოლო 45 ექიმს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. არსებული სტატისტიკური მონაცემები, წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, 56 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 51 ექიმს. აქედან 43 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 4 ექიმს, სერტიფიკატი გააუქმდა – 4 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 5 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო 3 შემთხვევაში;
  • 2021 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 183 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 154 ექიმს. აქედან 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 29 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 22 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო/არ იქნა განხულილი 7 შემთხვევაში;
  • 2020 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 140 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 134 ექიმს. აქედან 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 24 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 6 ექიმს;
  • 2019 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 216 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 204 ექიმს. აქედან 161 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 37 ექიმს, სერტიფიკატი გააუქმდა – 6 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 12 ექიმს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე დაინტერესდა, სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, თუ რამდენმა სამედიცინო დაწესებულებამ მომართა საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მისაღებად, რამდენ კლინიკას ეთქვა უარი და რა მიზეზით. დგინდება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/საქმიანობის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი იქნა 77 განაცხადი. აქედან 17 დაწესებულებას ეთქვა უარი. ყველა შემთხვევაში, უარის თქმის საფუძველი გახდა კანონდებლობით დადაგენილი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა.

ამასთან, შესწავლის პროცესში დასმულ კითხვაზე: „სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ახორციელებს თუ არა ზედამხედველბას სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, სააგენტოს გამოუვლენია თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა და რა რეაგირება მოჰყოლია აღნიშნულ ფაქტს“, აღინიშნა, რომ ასეთი ზედამხედველობა ხორციელდება, თუმცა გამოვლინდა თუ არა ან/და რა რეაგირება მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის დარღვევას, პასუხგუცემელი დარჩა.

ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up