ბოლო 25 წელიწადში საქართველოში რეალური ხელფასი 20-ჯერ გაიზარდა

ბოლო 25 წელიწადში საქართველოში რეალური ხელფასი 20-ჯერ გაიზარდა

access_time2020-12-13 10:00:31

საქართველოში შემოსავლები და შესაბამისად დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიც განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მიუხედავად ამისა, შრომის ნომინალური საფასური ყოველწლიურად იზრდება, უფრო სწრაფი ტემპით ვიდრე მშპ 1 სულ მოსახლეზე.


1995 წელს, მაშინ როცა მიმოქცევაში ლარი გაეშვა, საშუალო ნომინალური ყოველთვიური ხელფასი 13.5 ლარს შეადგენდა და საუკუნე ისე დამთავრდა, რომ ორნიშნა მაჩვენებელს არც გასცდენია.


საშუალო ხელფასმა 100 ლარს პირველად 2002 წელს გადააჭარბა, 500 ლარამდე მისაღწევად კიდევ 6 წელი გახდა საჭირო, 1000 ლარს კი მხოლოდ 2018 წელს გადასცდა. 2019 წელს 1130 ლარი იყო, 2020 წლის მეორე კვარტალში - 1150 ლარი.



კერძო სექტორში ხელფასი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, 2019 წელს კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება 1211 ლარს შეადგენდა, სახელმწიფოში - 974-ს.


ლარის ემისიიდან დღემდე ეროვნული ვალუტა მუდმივად უფასურდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 25 წლის წინანდელი ₾13.5 დღევანდელ ₾1150-ს უდრის. საქსტატის ინფლაციის კალკულატორის თანახმად 1995 წლის ₾13.5 დღევანდელ ₾57.2-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ხელფასი მთელი ამ პერიოდის მანძილზე 20-ჯერ გაიზარდა. ინფლაციის დაკორექტირების შედეგად აღმავალი მრუდის დახრილობა მცირდება, შიგადაშიგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ტეხილებიც ჩნდება, 2020 წლის რეალური ხელფასი 2018 წლისაზე ნაკლებია, მაგრამ ძირითადი მიმართულება მაინც უცვლელი რჩება.


ბოლო ათწლეულში ზრდის ტემპის კლება აშკარაა. თუ 2000-დან 2010 წლამდე რეალური ხელფასი 327%-ით გაიზარდა, 2010-დან 2020 წლამდე ზრდის ტემპი 43%-მდე შემცირდა.



საშუალო ხელფასის ოდენობის მოსმენა ბევრი ადამიანის გაოცებასა და გაღიზიანებას იწვევს, რადგან მათი დიდი ნაწილის ხელფასი 1000 ლარზე, ზოგ შემთხვევაში 500 ლარზე ნაკლებიაცაა და მტკიცება რომ საშაულო ხელფასი 1150 ლარია არადამაჯერებლად და გაყალებებულად აღიქმება. საქმე იმაშია, რომ ეს რიცხვები ასახავს დარიცხულ და არა ხელზე ასაღებ ხელფასს, რასაც სავალდებულო წესით აკლდება საშემოსავლო და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საპენსიო შენატანიც. ამის შემდეგ 1150 ლარი 900 ლარამდე მცირდება. გარდა ამისა საშაულო არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობის ხელზე ასაღები ხელფასი 900 ლარია, ამ მონაცემს მოდა განსაზღვრავს.


შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2019 წელს 1.1 მლნ დასაქმებულიდან, რომლებმაც წელიწადში ერთხელ მაინც აიღეს ხელფასი, 670 ათასის წლიური ანაზღაურება 12 ათას ლარზე ნაკლები, ანუ თვეში 1000 ლარზე ნაკლები იყო. რეალურად კი გადასახადების გადახდის ასეთ ადამიანებს თვეში ხელზე ასაღებად 785 ლარზე ნაკლები რჩებოდათ. ამ კატეგორიაში შედიან სეზონურად ან რაიმე სხვა მიზეზით დროებით დასაქმებული პირებიც, 3, 5 ან 7 ათასი ლარი არა 12 არამედ 2 ან 4 თვის მანძილზე აიღეს.


ხელფასებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას განსაზღვრავს როგორც სამსახურეობრივი პოზიცია, ასევე საქმიანობის სფერო. 2019 წელს ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში იყო - 652 ლარი, ასევე ძალიან დაბალი 704 ლარია ანაზღაურება სოფლის მეურნეობაში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში - ₾854, დამუშავებულ მრეწველობაში - ₾1037, ჯანდაცვაში - ₾1050, გართობის და დასვებების ინდუსტრიაში - ₾1130, სამთომოპოვებით ინდუსტრიაში - ₾1385, სახელმწიფო მმართველობაში - ₾1420, ინფორმაციასა და კომნუკაციაში - ₾1620, მშენებლიბაში - ₾1630, საფინანსო და სადაზღვეო სექტორში - ₾2030.



ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ქალსა და კაცს შორის ხელფასების სხვაობის თემა. უფლებადამცველთა ნაწილი აცხადებს, რომ კაცის საშუალო ანაზღაურება ქალისას 56%-ით აღემატება. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს და „გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით“ შრომის ანაზღაურების გათანაბრებას მოითხოვენ.


სინამდვილეში არასამთავრობოთა განცხადებები რიცხვების მანიპულირებით მიღებული ნახევრადსიმარლეა. საქსტატის ცნობით მართლაც 2019 წელს კაცის საშუალო ხელფასი ₾1360 იყო, ხოლო ქალის - ₾870. თუ ერთსა და იმავე საქმის შესრულებაში ქალის დაქირავება კომპანიას 490 ლარით ნაკლები უჯდება, მაშინ საერთოდ რატომ ქირაობს კაცებს? ამ ლოგიკით 1 კაცის დასაქმება წელიწადში 5880 ლარი დამატებითი უაზრო ხარჯია. 10 კაცს კი უკვე 58 800 ლარიან ზარალზე გაჰყავს ბიზნესი. სინამდვილეში ხელფასებს შორის სხვაობის მიზეზი ისაა, რომ მენეჯერულ პოზიციაზე ძირითადად კაცები არიან დასაქმებული. სხვა შემთხვევაში ერთ კომპანიაში ერთ პოზოიციაზე დასაქმებული ქალი და კაცი როგორც წესი თანაბარ ხელფასს იღებენ, მაგრამ დირექტორი კაცის ხელფასი უფრო მეტია ვიდრე კონსულტანტი ქალის, ისევე როგორც დირექტორი ქალის ხელფასი უფრო მეტია ვიდრე დაცვის თანამშრომელი კაცის. ანალოგიური სიტუაციაა საჯარო სექტორში, სადაც თანამდებობრივი სარგო კანონითაა განსაზღვრული და გენდერულ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მინისტრების, დეპუტატების, მერებისა თუ დეპარტამენტების უფროსების დიდი ნაწილი კაცია.


კიდევ ერთი მიზეზიგენდერულ ჭრილში სხვაობას იძლევა პოზიციურთან ერთად საქმიანობის სფეროების სხვაობაცაა. 62 700 მასწავლებლიდან, 87.2% - 51 850 ქალია. განათლების სექტორში კი ყველაზე დაბალი ხელფასია - სულს 652 ლარი, ესეც გასაშუალებული რიცხვია და სკოლის მასწავლებლის ხელფასი უნივერსიტეტის პროფესორთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია.


საქმიანობის სფეროებისა და თანამდებობრივი პოზიციების გარდა, ხელაფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა რეგიონებს სორისაც შეინისნება. 2019 წელს თბილისში საშუალო ხელფასი ₾1350 იყო, ქვეყნის საშუალო მაჩენებელზე ₾220-ით მეტი. თბილისის გარდა ყველა რეგიონში საშუალო ხელფასი 1000 ლარზე ნაკლებია, მათ შორის ყველაზე მეტი - ₾950 აჭარაში, ყველაზე ნაკლები - ₾555 რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სავნეთში.


კიდევ ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ხშირად დებატების საგანი ხდება მინიმალური ხელფასის კანონის მიღებაა. მემარცხენე ძალები „ღირსეულ ანაზღაურებას“ მოითხოვენ და არგუმენტად სხვა ქვეყნების მაგალითებს იშველიებენ. ხანგძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მინიმალური ხელფასი კონტრპროდუქტიულია და ყველაზე დიდ დარტყმას იმ ადამიანებს აყენებს რომელთა დაცვისთვისაცაა მიღებული აღნიშნული კანონი.


საქართველოში ფორმალურად ისევ მოქმედებს 1999 წელს მიღებული კანონი, რომელიც ხელფასის ქვედა ზღვარს 20 ლარით განსაზღვრავს. ეს კანონი რომ გაუქმდეს ხელფასები 15 ან 18 ლარამდე არ შემცირდება. იდეაში მინიმალური ხელფასი საათობრივად განისაზღვრბა და არა თვიურად. 40 საათიანი სამუშაო კვირა თვეში 173 საათს ნიშნავს. მემარცხენეები როგორც წესი 500 ლარიან ხელფასს ითხოვენ, სადაც 500 ლარი ხელზე ასაღები თანხაა. ამისთვის საჭიროა საათსი ₾3.7-ს, თვეში - ₾640-ს დარიცხვა. 3.7 ლარი 1.1 დოლარია. გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში... მინიმალური ხელფასი საათში 10-12 დოლარია. მსგავსი ტიპის კანონები უფრო ადგილობრივების დასაქმების ხელშესაწობადაა მიღებული. მიგრანტი საათში 7 დოლარზეც სიამოვნებით დათანხმდება, ადგილობრივი არა. საქართველოში სხვა ვითარებაა. მინიმალური ხელფასის დაწესება დამსაქმებელს კადრების შემცირებისკენ უბიძგებს. თუ პირობითად მაღაზიაში 5 კონსულტანტი იყო და თითოეული ხელფასის სახით ₾400-ს იღებდა, ცვლილებების შემდეგ მათგან ერთი უმუშევარი დარჩება, ან პროდუქტზე გაიზრდება ფასი, რაც პირველ რიგში ისევ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გახდება პრობლემა.


ხელფასების ზრდის მეორე გრძელვადიანი, მაგრამ ბევრად უფრო სანდო გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. შრომა ისეთივე პროდუქტია როგორც პური, ვალუტა ან ნავთობი და ის მოთხოვნა-მიწოდებაზე რეაგირებს. როცა ეკონომიკა სწრაფად იზრდება იზრდება მოთხოვნა შრომაზეც რაც ავტომატურად ზრდის მის ფასს.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ხელფასები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up