ბოლო 25 წელიწადში საქართველოს საბანკო აქტივების მოცულობა 18 800%-ით გაიზარდა

ბოლო 25 წელიწადში საქართველოს საბანკო აქტივების მოცულობა 18 800%-ით გაიზარდა

access_time2021-03-07 10:00:11

საბანკო აქტივების მოცულობა ერთ წელიწადში 21%-ით 56.4 მლრ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია როგორც სესხები და მისაღები საპროცენტო სარგებელი, ასევე ნაღდი ფულისა და საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების მოცულობა. თავის მხრივ პასივების ნაწილში გაზრდილაი დეპოზიტები, ნასესხები სახსრები და კაპიტალის რეზერვები.


2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის თებერვლამდე კომერციულ ბანკებში არსებული ნაღდი ფულის მასა 15%-ით 1.864 მლრდ ლარამდე გაიზარდა. საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების 33%-ით 5.8 მლრდ-მდე. დარიცხული და მისაღები პროცენტები 89%-ით 662 მლნ-მდე, სხვა წმინდა აქტივები 38%-ით 1.3 მლრდ-მდე.


რაც შეეხება პასივებს ერთ წელიწადში დეპოზიტები 32%-ით 35 მლრდ ლარამდე გაიზარდა. დარიცხული გადასახდელი პროცენტები 9%-ით 274 მლნ-მდე. ნასესხები სახსრები 16%-ით 11 მლრდ-მდე. სააქციო კაპიტალი 2%-ით 6 მლრდ-მდე.



საბანკო სექტორი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ადრეული 90-იანი წლების შემდეგ განვითარდა და მდგრადობას მიაღწია. დღეს ქვეყანაში 16 კომერციული ბანკი ოპერირებს. მათი აქტივები ბოლო 1 წელიწადში 21%-ით, ბოლო 5 წელიწადში 123%-ით, ბოლო 10 წელიწადში 423%-ით, 15 წელიწადში 2000%-ით, 7355%-ით, 25 წელიწადსი კი 18 800%-ით გაიზარდა. 1996 წლის 1-ლი თებერვლისთვის საბანკო აქტივების ჯამური მოცულობა 298 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც ნაღდი ფული მხოლოდ 16 მლნ იყო სესხები კი 140 მლნ. აქტივებმა 1 მლრდ ლარს პირველად 2002 წელს, 10 მლრდ-ს კი 2010 წელს გადააჭარბა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up