ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

access_time2021-06-03 11:10:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.


„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.91%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა.



დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 32, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76. კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 914, აჭარაში - 361, იმერეთში - 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 15, იმერეთში - 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 - თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.


სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 811 პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 786 პირი, აჭარაში - 2 320, იმერეთში - 1 490“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up