ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

access_time2021-03-03 11:10:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.



„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 739-ს.



რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.7 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.3%.



ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 805-მდე.




ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.



დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180, იმერეთში - 265. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 107, ხოლო აჭარაში - 24.



სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 420 პირი.



ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში - 407, იმერეთში - 688“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...


მსგავსი სიახლეები

up