ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 1023 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 1023 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

access_time2021-06-08 11:00:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.



„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.



რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.92%.



ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.



ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.




დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0.



სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი.



ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up