ბოლო 24 საათში პოლიციამ პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1177 ადამიანი დააჯარიმა

ბოლო 24 საათში პოლიციამ პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1177 ადამიანი დააჯარიმა

access_time2020-11-30 12:05:58

„ბოლო 24 საათში პოლიციამ პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1177 ადამიანი დააჯარიმა“ , ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყები განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.


გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...


მსგავსი სიახლეები

up