ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

access_time2023-03-25 00:40:50

რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა.
„ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა ამ შემთხვევაში. ყველა ტიპის პროგნოზით ეს ნელ-ნელა შემცირდება, თუ რამე ფორსმაჟორს არ ექნება ადგილი. პრობლემად რჩება მოქალაქეების შემოსავლების ჩამორჩენა ინფლაციის ტემპთან მიმართებაში. ამიტომ მაინც მძიმედ აღქმადი იქნება ეს ინფლაციის მაჩვენებელი, თუნდაც ერთნიშნას შემთხვევაში,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეფინანსირების განაკვეთები იყო შედარებით მაღალი და არის ტენდენცია და პროგნოზები მისი კლებისკენ. მაქვს იმედი და არის ამის წინაპირობაც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიც შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს დადებით იმოქმედებს დაკრედიტების მაჩვენებელზე და უკვე არსებულ კრედიტებზეც,“- აცხადებს რამაზ გერლიანი. მისი თქმით, იმის გამო რომ ეროვნული ბანკში მენეჯმენტი იცვლება, სავარაუდოდ ასეთი გადაწყვეტილება პირველივე სხდომაზე არ იქნება მიღებული, თუმცა მოსალოდნელია შემდეგი სხდომებისთვის.
რამაზ გერლიანის თქმით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით არასწორი იყო და მართებული არაა საქართველოს სიტუაციისა და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მაღალი რეფინანსირების განაკვეთების შედარება.
„ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი და არა გრძელვადიანი ინსტრუმენტი,“ - განაცხადა რამაზ გერლიანმა.
„ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოქალაქეების შემოსავლების გაზრდის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებების გამოწვევაა შესაძლებელი თუ სახელმწიფო შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს, მოქალაქეებზე უსასყიდლოდ გადაანაწილებს სახელმწიფო აქტივებს და იქნება პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს.
„სამი მიმართულებით გავცემდი რეკომენდაციებს, ესაა საგადასახადო მიმართულებით ტვირთის შემცირება, პირველ რიგში საშემოსავლო გადასახადი რომ შემცირდეს, ეს გავრცელდება მოქალაქეებზე და მას ექნება ინკლუზიური მომენტი. ამჟამად მოქალაქეების 60%-ზე ეკონომიკური ზრდის ეფექტი არ ისახება. მეორე, ესაა სახელმწიფო აქტივები, უზარმაზარი აქტივებია პრაქტიკულად გაჩერებული და წაგებაში მიდის. ეს უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებზე უსასყიდლოდ, მესამე არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი - ესაა ამ პროცესისთვის ხელშეწყობა, პოლიტიკური ნება. ამ ორი ეკონომიკური ინსტრუმენტისა და პოლიტიკური ნების შეერთებით, ჩვენ მივიღებთ რეფორმას, რომლის გატარებაც შესაძლებელია მაქსიმუმ 2.5 წელში. რევოლუცია მართლა შეგვიძლია მოქალაქეების შემოსავლების მიმართულებით,“
- განაცხადა გერლიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up