ბოლო 10 წლის განმავლობაში იმპორტირებული შხამქიმიკატების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა - ფერმერი იმაზე მეტ პესტიციდს ხარჯავს, ვიდრე მას სჭირდება

ბოლო 10 წლის განმავლობაში იმპორტირებული შხამქიმიკატების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა - ფერმერი იმაზე მეტ პესტიციდს ხარჯავს, ვიდრე მას სჭირდება

access_time2020-11-17 17:30:29

შემოდის თუ არა საქართველოში უხარისხო აგრო ქიმიკატები და როგორია პესტიციდების გამოყენების ნორმა ევროპაში?  - რადიო კომერსანტის გადაცემაში „აგრო სექტორი“ ბიოლოგიის დოქტორმა, ნოდარ მინდიაშვილმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ნოდარ მინდიაშვილი აგრო სექტორში ინოვაციებისა და სერტიფიცირების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

 

„სერტიფიცირებულ პროდუქციას აქვს უნარი ბაზარზე ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც გაურკვეველი ხარისხობრივი პარამეტრების მატარებელია. სერტიფიცირება არის ინსტრუმენტი იმისა,რომ ბაზარზე ჩავწიოთ იმპორტი და გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება,“- ამბობს ნოდარ მინდიაშვილი. მისი განცხადებით, სერტიფიცირების შემდეგ პროდუქციაზე გაძვირების საშიშროება არსებობს, თუმცა ბიოლოგიის დოქტორი, პროდუქციის სიჯანსაღეზე აპელირებს და აცხადებს,რომ შხამქიმიკატების იმპორტის რაოდენობა საქართველოში  5-ჯერ არის გაზრდილი.

 

 

„გაძვირების საშიშროება ბიო მიმართულებაში მასერტიფიცირებელი ორგანოების ხარჯები საკმაოდ მაღალია. ბიო-ში მოსავლიანობა ისედაც მცირეა. თუმცა, ფერმერები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ ახერხებენ,რომ შეამცირონ საწარმოო დანახარჯები. ბოლო 10 წლის განმავლობაში იმპორტირებული შხამქიმიკატების რაოდენობა 4-5-ჯერ გაიზარდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კი შემცირდა. ჩნდება კითხვა,თუ რა მოხდა? - ამის უკან დგას სიხარბე, უცოდინარობა, გაუგონარი მიდგომები. ფერმერი ნორმალური პროდუქციის მოსაყვანად იმაზე მეტ პესტიციდს ხარჯავს, ვიდრე მას სჭირდება. პროდუქცია სახიფათო ხდება. ჩვენ სხვა ალტერნატივას ვთავაზობთ, ფერმერები,რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, ბევრად უფრო ნაკლებ ქიმიურ დატვირთვას აწარმოებენ, ამით მათი ხარჯი მცირდება,“- აღნიშნავს ნოდარ მინდიაშვილი და თანამედროვე აგრო-ტექნიკური მიდგომების მნიშვნელობაზე საუბრობს.


 

 

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია,რომ ეკოლოგიურად სუფთა  ხარისხის პროდუქცია გვქონდეს, ფერმერს კი უნდა შევთავაზოთ ტექნოლოგია. ეს შესაძლებლობები დანერგილია, გვაქვს შემუშავებული კულტურების მიხედვით აგრო-ტექნიკური მიდგომები. ფერმერებს,რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ აქვთ ნაკლებად მძიმე დატვირთვის პრეპარატებთან წვდომა. შედეგად პესტიციდების დატვირთვა ორჯერ მცირდება, პროდუქციის რაოდენობა კი იზრდება. ევროპაში პესტიციდების წლიური გამოყენების ნორმა 500 გრამია; ამასთანავე, ქვეყანაში, რა პესტიციდებიც შემოდის, ისინი უხარისხოა. თუმცა, უპირველესი პრობლემა მაინც ისაა,რომ გვვგონია, რაც მეტს დავასხამთ, მით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. რეალურად ასე არ არის.

მსოფლიო მიდის სხვა გზით, ჩვენ კი გაუგებარი გზით მივდივართ. ევროპული გამოცდილება გვეუბნება,რომ არსებობს რიგი კლასი პრეპარატების,რომლებიც არ არიან შხამიანები, მაგრამ ხელს უწყობენ მცენარის იმუნიტეტის გაზრდას, ამათუიმ ფუნქციის გაძლიერებას, შეგუებადობას დაავადებების მიმართ. შედეგად, ამ პრეპარატების მოხმარებით, 2-3-ჯერ ვამცირებთ პესტიციდების რაოდენობას და სუფთა მოსავალს ვიღებთ, რომელიც რაოდენობრივად არ იქნება იმაზე ნაკლები,ვიდრე მძიმე პესტიციდებით დატვირთული მოსავალი.

ეს ინდუსტრია არა ცალკე კომპონენტებად, არამედ ერთიანი სისტემით უნდა განვიხილოთ.  ბოლო სამი ათეული წელია სოფლის მეურნეობა არ განხილულა,როგორც საწარმოო მიმართულება. საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ გალაშქრება სოფლის მეურნეობაში არის უცოდინარობა, მე ვფიქრობ რომ, საბაზრო მექანიზმების გამოყენებით, სწორი პროგრამების შედგენითა და მისი მართვის პირობებში შესაძლებელია დიდი ნახტომის გაკეთება,“- ამბობს ნოდარ მინდიაშვილი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up