ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს

access_time2021-06-18 10:00:36

ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზრდილია ჯამური გენერაციაც. მთელს გამომუშავებაში, ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი 19%-ს აჭარბებს.


შარშანდელისგან განსხვავებით წელს მაისში თბოსადგურების საჭიროება აღარ დამდგარა, შარშანაც დატვირთვამ მხოლოდ 13 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ქარის სადგურის გენერაცია კი 8.1 მლნ კვტ/სთ-დან 9 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. მისი წილი ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაშუ წლიურად სტაბილურად 0.7-0.8 პროცენტს შეადგენს.


გენერაციის ზრდის პარალელურად მკვეთრად – 18%-ით, 1.055 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. მოხმარების ზრდა ყველაზე მაღალი +33% აფხაზეთში დაფიქსირდა, თბილისში ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა, ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის კი 7%-ით.


გამომუშავების მოხმარებაზე უფრო სწრაფად ზრდამ ქვეყანას ექსპორტის გაორმაგების საშუალება მისცა. მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 102%-ით გაიზარდა და 131 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია.



მაისში სეზონური ზრდის მიუხედავად, პირველ ხუთ თვეში ელექტროენერგიის დეფიციტმა 1.558 მლრდ კვტ/სთ შეადგინა და იმპორტმა ექსპორტს 11.8-ჯერ გადააჭარბა. ზაფხულის თვეებში, წყალუხვობის პერიოდში, დინამიკის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, მაგრამ ენერგეტიკული ზამთრის პერიოდში (სექტემბერი–მარტი) კვავ მაღალი იმპორტის საჭიროება დადგება.


2010 წელს საქართველოში არსებული ელექტროსადგურების ჯამურმა გენარეაციამ 10.058 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მოხმარებამ - 8.441 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს გენერაციამ 11.160 მლრდ კვტ/სთ- მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 12.157 მლრდ კვტ/სთ-. 10 წელიწადში გამომუშავება 11%-ით, ხოლო მოხმარება 44%-ით გაიზარდა. მოხმარების ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მოთხოვნა 17.506 მლრდ კვტ/სთ- მიაღწევს. თუ ამ ყველაფერს ქსელურ და სასადგურე დანაკარგებსაც დავუმატებთ, ახალი სიმძლავრეების არაშენების შემთხვევაში 2030 წელს დეფიციტი 7 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს.


თითქმის ყველა ახალი ჰესის, მათ შორის მცირე სიმზლავრის ჰესის მშენებლობა საქართველოში სკანდალის მიზეზი ხდება. არაშენებულ ჰესებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი სვანეთსა და იმერეთს დატბორავენ. აპოკალიფსური სცენარით ქუთაისს 34 მეტრიანი ტალღა უნდა დაატყდეს თავს, განადგურდეს ტვიში, კაშხლის ჩამონგრევამდე ახლომდებარე სახლები მეწყერებმა დაანგრიოს. ანტიჰესური კამპანია უმეტეს შემთხვევაში ფაქტების ნაცვლად ემოციებზეა აგებული, ხშირია სიცრუის ტირაჟირების შემთხვევებიც. ჰესების მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ არგუმენტს ის მცდარი ფაქტი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, რეალობა საპირისპიროა: ბოლო ათ წელიწადში აშენებულმა სადგურებმა: ლარსი ჰესმა, ფარავანჰესმა, დარიალჰესმა,  ხელვაჩაური ჰესმა, შუახევჰესმა, კირნითიჰესმა და მესტიაჭალა ჰესმა მაისში ჯამში 235 მლნ კვტ/სთ, ანუ საერთო გენერაციის 19.2% გამოიმუშავა.


Commersant დაინტერესდა თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობები შიცვალოს, რისთვისაც ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და დიდი კაშხლების კომიტეტის თავმჯდომარეს დავით მირცხულავას დაუკავშოირდა. მირცხულავას თქმით კომუნიკაციის გაუმჯობესებაა აუცილებელი. ჰესები, რომლებიც განახლებად ენერგიას განეკუთვნება მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც შენდება და მომავალშიც გამონაბოლქვის შესამცირებლად ჰესი ერთ-ერთ აუცილებელ ალტერნატივად განიხილება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up