ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

access_time2019-06-13 16:48:30

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა.  ამის შესახებ „კომერსანტს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.


სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში. 



ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.



,,ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი ტიპის ფორუმები ჩატარდა კახეთში, რაჭაში, იმერეთში. თითოეულმა ამ ფორუმმა რეგიონებს მოუტანა საინტერესო ახალი კავშირები, მუნიციპალიტეტებმა ახალი ინვესტორების მეტი ყურადღება მიიქციეს, უფრო მარტივი გახდა მათთან იმ პოტენციალზე საუბარი, რაც გააჩნია თითოეულ რეგიონს“-აღნიშნა მან.




ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობენ ასევე, საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მერების ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნო.



ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის.
მიმიდნარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე.



ფორუმზე განხილული იქნება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაფუძნებული თანამშრომლობაზე, სწორ მარკეტინგზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე.



კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.



ფორუმის მეორე დღე, 14 ივნისი, სიტყვით გამოსვლებსა და დისკუსიას დაეთმობა, გაიმართება ადგილობრივი ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და სხვა სახის ღონისძიებები.







საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up