ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების ჩატარება დაიწყო. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ.
„პირველ ეტაპზე ტესტირება ქალაქ ბოლნისში, რატევანსა და ტალავერში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი სულ 150 ადამიანის შემოწმდება იგეგმება. ტესტირება სპეციალისტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, 3 გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა”,- ნათქვამია განცხადებაში.