101 ათასი ლარი სარიტუალო დარბაზების მშენებლობისთვის - რაში ხარჯავს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის თანხებს

101 ათასი ლარი სარიტუალო დარბაზების მშენებლობისთვის - რაში ხარჯავს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის თანხებს

access_time2018-12-25 10:00:19

 2016-2017 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 5 სარიტუალო დარბაზის მშენებლობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 101 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დაწყების მიუხედავად, დღემდე არცერთი ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა. ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, სარიტუალო დარბაზების უფუნქციობა კარ-ფანჯრების, ინვენტარის, იატაკისა და კედლების არარსებობითაა გამოწვეული.


(„ფლანგვის დეტექტორის“ ბანერი)


2017 წლის მეორე ნახევარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სარიტუალო დარბაზების დასასრულებლად საპროექტო დოკუმენტები ხელახლა შეიძინა, თუმცა სამშენებლო ობიექტების დასრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას სარიტუალო დარბაზების გამოყენება.


ამ ინფორმაციის მთავარი წყარო აუდიტის სამსახურია.


დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას „ფლანგვის დეტექტორს“ დაუკავშირდა. როგორც მკვლევარი დავით მჟავანაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ანგარიშში  აუდიტის სამსახური პირდაპირ მიუთითებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე. დოკუმენტში მითითებულია ისიც, რომ სარიტუალო დარბაზების აშენების საჭიროება დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მითუმეტეს შეუსაბამოა პროექტის დასრულებისთვის დამატებითი ხარჯების მოძიება. დავით მჟავანაძისთვის გაუგებარია თავად ბოლნისის მუნიციპალიტეტის პასუხი ამ საკითხზე და მისი ბრალდებები.


 „ბიუჯეტი რომ არამიზნობრივად იხარჯება, ამას პირველ რიგში თავად აუდიტის სამსახური აღნიშნავს და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. რომ ნახოთ ამ დარბაზების ფოტოები, რომელიც ასევე აუდიტმა გაავრცელა, ცალსახაა გალფანგული თანხები. დარბაზსს დღემდე არ აქვს არც ჭერი, არც იატაკი, მხოლოდ გადახურვაა აქვს და მეტი არაფერი.. თანაც საერთოდ რა საჭირო იყო ეს დარბაზები, კიდევ ცალკე საკითხია ? (გავრცლებეული მოსაზრებით, სინამდვილეში კონკრეტული კერძო კომპანიის პირადი ინტერესი იყო ადგილზე)“,- განმარტავს დავით მჟავანაძე.



 


ამ საკითხს თავად ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა. უწყება „ფლანგვის დეტექტროს“  ინფორმაციის არასწორად გავრცლეებაში სდებს ბრალს და განმარტავს, რომ აუდიტის სამსახურმა მხოლოდ რეკომედაცია გასცა და მეტი არაფერი.  

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი -ს მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც მისივე განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით, ბოლნისის მერიას სარიტუალო დარბაზებისთვის 101 ათასი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.


გვინდა პირველ რიგში განვმარტოთ, რომ სახელმწიფო აუდტმა ანგარიშში მუნიციპალიტეტს მხოლოდ და მხოლოდ მისცა რეკომენდაცია, საკუთარი სახსრების მობილიზების ხარჯზე, მაქსიმალურად მალე მომხდარიყო რიტუალების სახლების დასრულება.


აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი მცირე თანხების გამო, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი პროექტები ხორციელდებოდა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, სხვადასხვა სოფელში, ათეულობით დაწყებული რიტუალების სახლის დასრულება. 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მათი ნაწილი სრულად დამთავრდა. სოფელ ძეძვნარიანში რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. უკვე დასრულდა აკაურთის, სამწევრისის, ზემო ბოლნისისა და ჭაპალას სარიტუალო სახლები. სოფელების: ვანათისა და ზემო არქევანის რიტუალების სახლების პროექტი სატენდეროდ მზად არის და უახლოეს პერიოდში აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე. სამშენებლო სამუშოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ის ფაქტი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქცენტს აკეთებს პროექტის დაგეგმარების ეტაზე, რაც წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარის თქმით, ყურადღების სხვა საკითხზე გადატანაა და ამ გზით უწყება პასუხიმგებლობას თავს არიდებს. მეტიც, აუდიტის დასკვნას არ აღიქვამს სერიოზულად და მნიშვნელოვნად არ აფასებს.  

 

„აუდიტის დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამაზე აქცენტს საერთოდ არ აკეთებს. საუბრობს იმაზე, რომ პროექტი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ცდილობს მის მმართველობას გადააბრალოს შეცდომები. რეალურად კი წინა ხელისუფლების დროს უბრალოდ თეორიულად დაიგეგმა პროექტი, განხორიცლეების ეტაპი კი უკვე 2014 წელს მთლიანად დღევანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა. ვინც დღეს ფლანგავს ბიუჯეტს, ამ ყველაფერში სწორდ ის არს პასუხისმგებელიც“,- აღნიშნავს დავით მჟავანაძე.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბრალდებებზე „კომერსანტი“ ადგილობრივი საკრებულოს წევრს  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამირა ისმაილოვასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, თუნდაც პროექტი დაგეგმარებულიყო წინა ხელისუფლების დროს, მისი პრაქტიკაში განხორციელება დაეველა ამჟამინდელ მმართვლობას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების შემდეგ კი ბოლნისის სარიტუალი დარბაზები მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ ათობით ჩავარნილი პროექტისა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ ან ვერ ახორიციელებს. რადგან არ ტარდება პროექტების შესაბამისი მონიტორინგი, უცნობია სად და რაში იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხმებიც. სამირა ისმაილოვა არსებულ ვითარებას კორუფიცულ სქემას უკავშირებს.

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცლებული განცხადება რომ არ არის ადეკვატური, ამას პირველ რიგში პასუხს თავად აუდიტის დასკვნა სცემს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დოკუმენტს გაეცნოს. აქ კი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უამრავი დაუსრულებელი პროექტი აქვს, მათ შორის მაგალთად სოფელ ტალავერში სასმელი წლის მოგვარების საკითხი. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე დამატებითი ხარჯების მოძიებაში არიან და პრობლემა მაინც ვერ მოაგვარეს. ასეთი მაგალითი შემიძლია მოგიყვეთ ძალიან ბევრი. არცერთი განხორციელებული ინფრასტრქუტრული პროექტი დასრულებული არ არის და იმ მცირე ნაწილზე, რომელიც დასრულდა,  საუბარიც ზედმეტია ისეთი უხარისხოა. ამ პროექტებს არც მონიტორინგი უტარდებათ და არც წინასწარი კლევები კეთდება. თანაც  დანამადვილებით ვიცით, რომ ხშირად ტენდერებში მერის ოჯახის წევრები ან ახლობლები იმარჯვებენ, ბიუჯეტის თანხები კი არავინ იცის სად მიდის - ბოლნისი არის ერთი დიდი კორუფციული სქემა“,- აღნიშნავს სამირა ისმაილოვა.  



სალომე ლემონჯავა




1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up