ბოლივუდის პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს ბათუმში იღებენ

ბოლივუდის პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს ბათუმში იღებენ

access_time2016-05-31 19:15:46

ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბოლივუდის ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. "გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს უკვე 1 კვირაა იღებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

 


65 დღის განმავლობაში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები რომანტიულ ტრილერს "Machine" ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაი"-სთან ერთად მთლიანად საქართველოში გადაიღებენ. კინო ოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა.

 

ბოლივუდური გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინო წარმოების პროცესში ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაერთვება.

 


აღსანიშნავია, რომ პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, უკვე 3 განაცხადია შემოსული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ინდური ფილმის გადაღებების პარალელურად უკვე გადაწყვეტილია ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება და გადაღებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პროდიუსერებთან კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღების თაობაზე.

 

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში" დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს აწარმოებს, კერძოდ ე.წ. Road Show-ების მეშვეობი ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

 




უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up