ბოკერია პურის ფასზე: რის გამოძიებას ავალებენ, არ იციან, ლარის კურსს რა დაემართა?

ბოკერია პურის ფასზე: რის გამოძიებას ავალებენ, არ იციან, ლარის კურსს რა დაემართა?

access_time2018-12-10 17:15:43

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება საწვავზე აქციზის შემცირება.


"რა ორგანოებს ავალებს, რის გამოძიებას ავალებს? არ ვიცით, ან არ იციან ლარის კურსს რა დაემართა? ან არ იციან გადასახადების დაწევის ნაცვლად რომ აწიეს გადასახადები, კერძოდ აქციზი?", - ამბობს ბოკერია.


მისივე თქმით, ევროპული საქართველო წლების მანძილზე ურჩევდა მთავრობას, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასა და ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება გადასახადების დაწევა. ბოკერიას შეფასებით, ამის ნაცვლად, გრძელდება გადასახადების ზრდა, კერძოდ, საწვავის აქციზზე.


"ახლა გამოდის და უტიფრად კითხვას სვამს, გამოდის, რომ რაღაც შეთქმულების თეორიას გვთავაზობს კვლავ... ისევ ილაპარაკა "აწარმოე საქართველოზე", იმის მაგივრად, რომ ბაზარს და ხალხს დაუბრუნოს ეს ფული და არ შეუწყოს ხელი ფასების ზრდას, მათ შორის პურზე, ამის მაგივრად ამ ფულს ართმევენ, შემდეგ ამ ფულთან მიმართებაში გვაქვს კორუფციული ნეპოტისტური გარიგებები ან გაფლანგვა ან მავნებლური პროექტები. ძალიან მარტივი საკითხია, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება, მაგალითად, საწვავზე აქციზის შემცირება, ან განახევრება, ან გაუქმება ან მინიმუმ იმ ზღვარამდე ჩამოწევა, სანამ ქართული ოცნება მას გაზრდიდა, იმიტომ, რომ საფლანგავი ფული ნეპოტიზმის და კორუფციისთვის. დღეს რაც შემოგვთავაზა არის კიდევ ერთი უტიფრობის შეთავაზება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.



ცნობისთვის, პრემიერ მამუკა ბახტაძის შეფასებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციას უკავშირდებოდეს. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ - რა ხდება ამ მიმართულებით.


პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა.




ტაბულა





გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up