„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

access_time2018-09-21 18:00:00

ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.

 

როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო ნიშნით 2018 წელს დაახლოებით 4 000 ბოთლი ღვინო ჩაეშვება.  

 

„ყოველწლიურად ღვინის წარმოების პროცესს საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. ღვინის წარმოების ყველა დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ყველაფერს თავად ვქმნი,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

 

რაც შეეხება ღვინის ბრენდის საექსპორტო ბაზრებზე გასვლას ვლადიმერ ბოისას თქმით, მისი წარმოება ამ ეტაპზე იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.


 

 ბოისამ ჭაჭის წარმოება სამი წლის წინ შეწყვიტა, რადგან მისი დაყენების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიმდინარე წელს კი ჭაჭის ბიზნესის დაწყებას ისევ  გეგმავს.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბუთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და ბრენდი „ბოისა“ შექმნა. კომპანია ამჟამად ღვინის ორ ბრენდს, რქაწითელს და საფერავს აწარმოებს.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up