BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

access_time2018-11-20 12:02:12

საქართველოს ბანკის “ღია ბანკინგის” განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს ერთი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება, დასწრებოდნენ საინტერესო სემინარებს და პრაქტიკულ CodeLab-ებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.


„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. ამ სფეროს წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ტექნიკური უნარების მქონე სპეციალისტები და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოშიც იმართება, რაც ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა Google, IBM და Microsoft. საქართველოს ბანკი ღონისძიების პარტნიორია და ზრუნავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფინტექ სფეროში გამოყენების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.



დევფესტს ორგანიზებას უწევდა თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი) კომპანია Google-თან და BOG Fintech-თან პარტნიორობით.



ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის სენდბოქსში ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up