კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
„კომპანიამ გამოყო 100 მილიონი დოლარი დაზარალებულთა ოჯახების ყველა ხარჯის დასაფარად. კიდევ 50 მილიონი დოლარი მსხვერპლთა ოჯახების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორი ჩამოვარდნილი Boeing 737 MAX-ის მსხვერპლთა ოჯახებს საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ ასზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი. გარდა ამისა, Boeing-ს უჩივის რამდენიმე ასეული პილოტი, რომლებიც კომპანიას 737 MAX-ის თვითმფრინავების ნაკლოვანებების დამალვაში ადანაშაულებენ.
მანამდე კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ეთიოპიაში Boeing-ის თვითმფრინავი 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის მარტიდან Boeing 737 MAX-ის ფრენები და მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეჩერებული.
imedinews.ge