Boeing-ის ათობით თვითმფრინავში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინეს

Boeing-ის ათობით თვითმფრინავში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინეს

access_time2019-10-11 21:15:44

კომპანია Boeing-მა Boeing 737 Next Generation-ის ტიპის ათობით თვითმფრინავში სერიოზული დეფექტი აღმოაჩინა. ავიაკომპანიებთან და აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოსთან (FAA) ერთად ჩატარებული შემოწმების შედეგად კომპანიამ ყოველ მეოცე თვითმფრინავში, ფუზელაჟის ფრთასთან დამაკავშირებელ ნაწილზე ბზარები აღმოაჩინა. ამასთან ერთად, შემოწმება ჯერ აშშ-ში არსებული თვითმფრინავების მესამედმა გაიარა.

 

პირველი შეტყობინებები Boeing 737 Next Generation-ში არსებული დეფექტის შესახებ სექტემბერში გაჩნდა. გამოცემა KOMO News-ის ცნობით, საუბარია ნაწილზე, რომელიც ფრთას ფუზელაჟზე ამაგრებს და pickle fork ჰქვია. დეფექტი ქალაქ სიეტლში Boeing-ის ქარხანაში შედარებით ახალი თვითმფრინავის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომელსაც დაახლოებით 35 000 ფრენა აქვს შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ნაწილი pickle fork თვითმფრინავის ექსპლუატაციის მთელ ვადაზე - 90 000 ფრენაზეა გათვლილი. გამოცემასთან საუბარში​ Boeing-ის ყოფილმა ინჟინერმა განაცხადა, რომ გაბზარული ნაწილის გამოცვლის პროცესი საკმაოდ შრომატევადია.

 

კომპანიამ პრობლემის შესახებ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველო აცნობა, რომელმაც ყველა ავიაკომპანიას ამ სერიის თვითმფრინავების შემოწმება დაავალა. 9 ოქტომბრისთვის შემოწმება 686-მა თვითმფრინავმა გაიარა, აქედან 36-ში დეფექტი აღმოაჩინეს, იუწყება USA Today. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ Boeing 737 Next Generation-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება შეაჩერა.

 


საერთო ჯამში აშშ-ში ამ მოდელის 1900-ზე მეტი თვითმფრინავია დარეგისტრირებული, სულ კი Boeing-მა 7000-ზე მეტი Boeing 737 Next Generation-ი გამოუშვა.

 

Next Generation-ი Boeing 737-ის მესამე თაობის თვითმფრინავი და Boeing 737 MAX-ის წინამორბედია, რომლის ექსპლუატაციაც მთელ მსოფლიოში ორი თვითმფრინავის კატასტროფის გამო შეჩერდა. 737 MАХ-ის ექსპლუატაციაში დაბრუნების თარიღმა რამდენჯერმა გადაიწია. 9 ოქტომბერს კომპანია American Airlines-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავებით ფრენებს 2020 წლის დასაწყისში განაახლებს. თუმცა რამდენიმე დღეში საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ FAA-ს და Boeing-ს აცნობა, რომ 737 MАХ-ის განახლებული პროგრამების ტესტებს საკმარისად არ თვლის და დამატებითი შემოწმების ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა Boeing-ს ავიაკომპანიებისთვის, მოქმედი პილოტებისთვის და ორი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოუწევს.

 

imedinews.ge



თეგები:
boeing



მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up