Boeing 797 ექსპლუატაციაში შესაძლოა 2026 წლიდან შევიდეს

Boeing 797 ექსპლუატაციაში შესაძლოა 2026 წლიდან შევიდეს

access_time2021-02-02 20:30:00

Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კალჰუნის განმარტებით, კონცერნი $12 მლრდ-იანი ზარალის მიუხედავად, ახალი NMA (New Midsize Aircraft) თვითმფრინავის განვითარებას განაგრძობს, რომელსაც Boeing 797 ეწოდება.

NMA პროექტი, რომელიც Boeing-ის მიერ ბოლო წლებში ვითარდებოდა, გასული წლის დასაწყისში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა.

ამასთან, საავიაციო კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Boeing-ი ამჟამად დიდ პროგრესს განიცდის ახალი თვითმფრინავების დიზაინსა და წარმოებაში და ასევე ინვესტიციებს ახორციელებს მომავალის ტექნოლოგიებში..

კალჰუნმა განმარტა, რომ კომპანია მოწოდებულია მომხმარებელს “მართლაც დიფერენცირებული პროდუქტი შეთავაზოს”.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Boeing-ს პროექტის განხორციელება წლის ბოლოსთვის შეუძლია და 2026 წლისთვის ხომალდს ექსპლუატაციაში შეიყვანს.


NMA საშუალო კლასის 270 ადგილზე გათვლილი თვითმფრინავი იქნება, რომლის ფრენის ხანგრძლივობა 11 საათზე იქნება გათვლილი.

NMA კონკურენციას გაუწევს Airbus A321neoXLR-ს. თვითმფრინავს, რომლის Boeing-ში ამჟამად ალტერნატივა არ აქვს.

Dreamliner-ის მსგავსად, Boeing 797 აგებული იქნება კომპოზიციური მასალებისგან, მაგრამ მას ექნება სრულიად ახალი ძრავები.

Boeing-ი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი $12 მილიარდი ზარალით დაასრულა და 777X პროგრამა კიდევ სამი წლით გადადო.

ანალიტიკოსების ვარაუდით, Boeing-სა და Airbus-ს შორის მწვავე კონკურენცია Boeing-ს აიძულებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ახალი თვითმფრინავების წარმოებასა და ტექნოლოგიების განვითარებას.

avianews.ge

თეგები:
Boeing 797



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up