ამერიკულმა საავიაციო გიგანტმა Boeing განაახლა იანვარში შეჩერებული პრობლემური (2019 წელს ორი კატასტროფის შედეგად 346 ადამიანი დაიღუპა) Boeing 737 Max-ის განახლებული მოდელის წარმოება CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობას იმის მიუხედავად მიიღო, რომ კომპანიას ავიაციის ფედერალური სამსახურისგან ამ თვითმფრინავებით ფრენის განახლების უფლება მიღებული ჯერ არ აქვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ნებართვას 2020 წლის შუისთვის მიიღებენ.
კომპანია იძულებულია განაახლოს წარმოება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოო ჯაჭვის გაწყდება და მრავალი კომპანია, რომელიც Boeing-ს დეტალებით ამარაგებს გაკოტრდება.
„დეტალების მწარმოებელთა გარეშე არაფერი გამოვა, ასაწყობიც აღარაფერი იქნება“, - განაცხადა Boeng-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ კელჰუნმა.
წყარო: imedinews.ge