Boeing 737 MAX-ები საქართველოში დამზადებული ტექნიკური კარით აღიჭურვება

Boeing 737 MAX-ები საქართველოში დამზადებული ტექნიკური კარით აღიჭურვება

access_time2022-07-28 17:00:39

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა  ATC, ამ დროისათვის, Boeing-ის შეკვეთებზე მუშაობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ATC-ის ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ბეგიაშვილმა განაცხადა, საწარმოში ამ ეტაპზე Boeing 737 MAX-ებისთვის ტექნიკური კარის დამზადება მიმდინარეობს.


„ჩვენი კომპანია სამოქალაქო ავიაციისთვის მიწოდებას აგრძელებს.  კომპანიამ მიმდინარე წელს Boeing 737 MAX-ების ტექნიკური კარის წარმოების პროცესი დაიწყო.

სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და თვითმფრინავის სხვა დეტალების წარმოების დაწყებას. საუბარია Boeing-ის სხვადასხვა მოდელის თვითმფრინავების დეტალებზე“, - აცხადებს ATC-ის მენეჯერი.


მიხეილ ბეგიაშვილის თქმით, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმო დაკვეთების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე სხვა მწარმოებლებთანაც, რომელთა დასახელების უფლება კომპანიას ჯერ არ აქვს.



თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ფინანსური დირექტორი ფინანსურ კრიზისზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  2022 წელი ATC-თვის საკმაოდ რთული წელი იყო.


„კომპანიას დღეისათვის ფინანსური პრობლემები გააჩნია. ამის მიზეზი არის ის, რომ ზოგადად მოთხოვნა არის შემცირებული, თუმცა 2023 წლიდან ვიმედოვნებ, რომ წარმოებას გავზრდით, რადგანაც მოსალოდნელია, რომ ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდება. 2022 წელი კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო“, - აცხადებს კომპანიის ფინანსური მენეჯერი და დასძენს, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოში ფრენებზე მოთხოვნა ბოლო თვეებია იზრდება, მაგრამ ATC-ზე ეს ზარდა ასე ერთბაშად ვერ აისახება.


აღსანიშნავია, რომ Boeing 737 MAX-ებით ოპერირება გარკვეული ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, რაც ლაინერებში აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რაც თავის მხრივ ავიაკატასტროფების მიზეზიც გახდა. თუმცა მწარმოებლის ანუ Boeing-ის მიერ ხარვეზის დაფიქსირების და მისი გამოსწორების შემდეგ Boeing 737 MAX-ს ცაში დაბრუნების უფლება მისცეს. თავად Boeing-ს  დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. დღეს Boeing 737 MAX-ი ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი სასურველი საჰაერო ხომალდია, რომლის შეძენაზეც კეთდება აქცენტები. 


შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია Elbit Cyclon-ის ერთობლივი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა 93 მლნ დოლარს შეადგენს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია Boeing-მა შეისყიდა. 


Elbit-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული, მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელია და Boeing-ის, Airbus-ის, Bombardier-ის, ასევე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მსხვილი კომპანიების პარტნიორია.



თეგები:
Boeing



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up