ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 71 პაციენტი მკურნალობს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან და მათგან 61 დადასტურებული ინფექციაა. კოვიდინფიცირებულთაგან 11 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა, - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა, ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ გადაცემაში „ანატომია“.
„არასრულწლოვან ინფიცირებულთა შორის არიან როგორც წლამდე ასაკის, ისე მოზარდი, 16-17 წლის პაციენტებიც. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიუხედვად იმისა, რომ არსებობს ერთეული შემთხვევები, როცა პნევმონიით მიდის ინფექცია, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათთან რაიმე მძიმე გართულებას ადგილი არ აქვს. ისინი არიან აქტიურები და ერთადერთი რაც უჭირთ, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნაა“ - განაცხადა ეკა ჭოლაძემ.
მისივე თქმით, კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ის რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობს, თუმცა დინამიკა დადებითია.