აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბობოყვათის ტერიტორიაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული განვითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს.
აუქციონის პირობები საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელის“ კონცეფციის საფუძველზე შედგა. შეისწავლეს ტერიტორია და მომზადდა განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი.
აუქციონის პირობების მიხედვით, საზოგადოების წვდომის ვალდებულებით მოეწყობა ბულვარი, პრომენადის, პირსი, ნავმისადგომი და ველობილიკი.
პროექტი ასევე მოიცავს ვერტმფრენის ასაფრე-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა და თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.
imedinews.ge