BMW-მ გამოუშვა ავტომობილი, რომელსაც ფერის შეცვლა შეუძლია. მისი მუქი ნაცრისფერი ექსტერიერი თეთრით იცვლება და პირიქით.
BMW-მ CES 2022-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ტექნოლოგიური მიღწევა წარმოგვიდგინა – ავტომობილი რომელსაც ფერის შეცვლა შეუძლია. HI Auto-ს ინფორმაციით BMW-მ ფერის ცვლილების ტექნოლოგიის შექმნა გასულ წელს 2022-ისთვის დაანონსა. კომპანიამ დანაპირები პირნათლად შეასრულა და ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ავტომობილი, რომლის მუქი ნაცრისფერი ექსტერიერი თეთრით იცვლება და პირიქით.
BMW-ს ჯერ-ჯერობით თავისი ავტომობილის პრეზენტაცია ოფიციალურად არ შემოუთავაზებია. Ამდენად, ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ახალი ტექონოლოგია. Აუდიტორიამ სიახლის შესახებ Twitter-ის მომხარებლისგან გაიგო, რომელმაც BMW-ს ახალ მოდელს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
ვიდეოს ავტორის თქმით, ფერის ცვლილების ტექნოლოგია ტემპერატურასთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, ადგილზე პრეზენტაციისთვის სათადარიგო ავტომობილიც იყო წარმოდგენილი, იმ შემთხვევისთვის თუ უკვე წარმოდგენილი მოდელი ძალიან გაცხელდებოდა ან გაცივდებოდა.
This color changing @BMWUSA #iX is wild! It’s apparently very temperature sensitive so they have a backup in a trailer in case this one gets too hot / cold pic.twitter.com/lXG1Gw0IKY
— Out of Spec Studios (@Out_of_Spec) January 4, 2022
წყარო: marketer.ge